“ბარსელონა” ჩავის მალე ოფიციალურად წარადგენს

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონას” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ჩავიმ, რომელიც ყატარის “ალ-სადს” უდგას სათავეში კატალონურ კლუბში მთავარი მწვრთნელის რანგში დაბრუნების წინადადება კიდევ ერთელ მიიღო. გარიგება მომავალი სეზონისთვის უნდა გაფორმდეს.

წყაროს ცნობით, სანამ ჩავისთვის შეთავაზების გაკეთებამდე, კლუბის პრეზიდენტს ხოსეპ ბარტომეუს ფეხბურთელების თანხმობის მიღება დასჭირდა ამ საკითხთან დაკავშირებით.

“ბლაუგრანას” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი ან ამ სეზონს ჩაამთავრებს, ან მას უახლოეს დღეებში გაანთავისუფლებენ და მის მოვალეობებს “ბარსელონა B”-ს მწვრთნელი გარსია პიმიენტი შეასრულებს.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
sportfans
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა