შაბათი, ივლისი 4

ეტოო: „ჩავი ბარსაში უნდა დაბრუნდეს

ფონტი

ეტოო: „ჩავი ბარსაში უნდა დაბრუნდეს

„ბარსელონას“ ექს-ფეხბურთელმა, სამუელ ეტოომ ყოფილ თანაგუნდელს, ჩავის ურჩია „კამპ ნოუზე“ მანამ დაბრუნდეს, სანამ ლიონელ მესი კარიერას დაასრულებს. კამერუნელის თქმით, ჩავიმ „ფეხბურთის ღმერთთან“ აუცილებლად უნდა იმუშავოს.

„ჩავის ველაპარაკე და ვუთხარი, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ბარსელონაში აუცილებლად უნდა დაბრუნდეს. მასთან საუბრისას ისიც აღვნიშნე, რომ ეს მანამ უნდა გააკეთოს, სანამ ფეხბურთის ღმერთი ბარსელონაში თამაშობს. მას ლიონელ მესის მხარდამხარ უასპარეზია და ეს სხვებისგან განსხვავებით, საქმეს გაუადვილებს“.

ეტოომ ლუის სუარესის შესახებაც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ მისი შემცვლელის პოვნა ადვილი საქმე არაა.

„ლუისი თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახლავთ. ორი აზრი არაა, რომ შემადგენლობის გაძლიერება აუცილებელია, თუმცა ეს გენერლის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. ლუისი გენერალი და კაპიტანია და მისი დაქვეითება არ შეიძლება.

ლაუტარო შესანიშნავად ასპარეზობს, მაგრამ ხალხი ახლო წარსულში განვითარებულ მოვლენებს ადვილად ივიწყებს. ლუისმა ბარსელონასა და ზოგადად ფეხბურთის ისტორია დაწერა. ეს არ ნიშნავს, რომ კლუბმა ახალი ფეხბურთელები არ უნდა შეიძინოს, უბრალოდ დიადი მოთამაშეები არ უნდა დავივიწყოთ“.

ლაუტაროს „ბარსელონაში“ გადასვლის შესახებ ესპანური პრესა დიდი ხანია წერს. რამდენიმე დღის წინ, კატალონიურმა გამოცემა Sport-მა გვაუწყა, რომ არგენტინელმა „ბლაუგრანასთან“ პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა, თუმცა ეს ინფორმაცია დღემდე არ დადასტურებულა.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x