შაბათი, ივლისი 4

ოფიციალურად: ტიმო ვერნერი ჩელსის ფეხბურთელია

ფონტი

ოფიციალურად: ტიმო ვერნერი ჩელსის ფეხბურთელია

24 წლის გერმანელი ცენტრფორვარდი – ტიმო ვერნერი ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელი გახდა. ეს ინფორმაცია უკვე დაადასტურა ლონდონურმა კლუბმა.

ტიმო ვერნერი “ჩელსისთან” კონტრაქტს ბუნდესლიგის დასრულების შემდეგ მოაწერს, ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი ხანი დარჩება გერმანელი ფეხბურთელი ლონდონურ კლუბში. ამ ტრანსფერით “ჩელსიმ” “ლაიფციგს” $47.5 მილიონი გადაუხადა.

ამ ფაქტზე პირველი კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა: ” ძალიან ბედნიერი ვარ, რომ “ჩელსისთან” კონტრაქტს ვაწერ ხელს, ჩემთვის საამაყოა ამ დიდ კლუბში თამაში. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო “ლაიფციგს”, მის თითოეულ ფეხბურთელს, წევრს, გულშემატკივარს. ამ კლუბში ფანტასტიური 4 წელი გავატარე და ეს მუდამ მემახსოვრება. გერმანული კლუბი მუდამ ჩემს გულში იქნება. მომავალი სეზონის დიდი მოლოდინი მაქვს, რადგან საინტერესო იქნება ახალ კლუბში, ახალ თანაგუნდელებთან და სამწვრთნელო შტაბთან მუშაობა. დარწმუნებული ვარ, რომ “ჩელსიში” დიდი ბედნიერება მელოდება”. 

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x