კვირა, ივლისი 5

ვან გაალი მანჩესტერს აკრიტიკებს

ფონტი

ვან გაალი მანჩესტერს აკრიტიკებს

ლუის ვან გაალმა წითელ ეშმაკებში გატარებული დრო გაიხსენა და განაცხადა, რომ გუნდი არცერთ მოთხოვნას არ უკმაყოფილებდა.

„მანჩესტერი ტიტულის მოსაგებად საჭირო დონეზე არ იყო და ასაკოვანი ფეხბურთელებით გახლდათ დაკომპლექტებული. 10 მოთამაშე 30 წელს იყო გადაცილებული, ხოლო 5, 35 წელს ზემოთ გახლდათ. გამომდინარე აქედან, კლუბის ხელმძღვანელებს ვუთხარი, რომ შემადგენლობის გაახალგაზრდავებას ვაპირებდი და გადავეცი ფეხბურთელთა სახელები, რომელთა გადაბირებაც მინდოდა. მათ ერთი მათგანის ტრანსფერიც არ გაუჩარხავთ.

ბუნებრივია, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი კლუბისგან ამას არ ელოდები. მანჩესტერის ყოველწლიური ბრუნვა 600 მილიონ ფუნტს შეადგენს, მაგრამ იუნაიტედს მაინც არ შეუძლია იყიდოს ის ფეხბურთელები, რომლებიც მწვრთნელს სჭირდება.

რა თქმა უნდა, როცა კლუბები მანჩესტერთან მოლაპარაკებას აწარმოებენ, იციან, რომ საქმე მსოფლიოს ყველაზე მდიდარ გუნდთან აქვთ და მისგან მაქსიმალურად დიდი თანხის მიღებას ცდილობენ. ჩემი ოლდ ტრაფორდზე ყოფნისას ტრანსფერებთან დაკავშირებით, ზუსტად ეს მოხდა“.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელმა 2 წელი გაატარა ოლდ ტრაფორდზე 2014-2016 წლები

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x