ვან დაიკმა თავი ფედერერს შეადარა

ლივერპულის ჰოლანდიელმა ცენტრალურმა მცველმა ვირჯილ ვან დაიკმა საკუთარი თავი დიდი სლმეის ტურნირების 20-გზის გამარჯვებულს როჯერ ფედერერს შეადარა.

“როგორც თამაშში, ასევე ვიზუალურად ყოველთვის მოდუნებული ვჩანდი. ვფიქრობ, ჩოგბურთშიც ამის კარგი მაგალითი გვაქვს. ნახეთ, როგორ თამაშობს ფედერერი. თითქოს, იგი საერთოდ არაფერს ცდილობს და მეტოქეები მისი დანახვისას ნებდებიან“, – ციტირებს ვან დაიკს Daily Express.

ვან დეიკი ლივერპულში 2018 წლის იანვრიდან თამაშობს. მერსისაიდულ კლუბთან ერთად მან ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი და პრემიერ ლიგა მოიგო.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
sportfans
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა