ოთხშაბათი, ივლისი 8

ვალენსია სეზონში მეორე მწვრთნელს უშვებს

ფონტი

ვალენსია სეზონში მეორე მწვრთნელს უშვებს

ვალენსიამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან 44 წლის ალბერტ სელადესი გაათავისუფლა.

ლა ლიგის 32 ტურის შემდეგ ვალენსია 46 ქულით მე-8 ადგილს იკავებს. ღამურებმა ბოლო 4 მატჩიდან 3 წააგეს და 1 მოიგეს.

ალბერტ სელადესი ვალენსიას მთავარ მწვრთნელად მხოლოდ 2019 წლის სექტემბერში, მარსელინოს გათავისუფლების შემდეგ დაინიშნა. იქამდე სელადესი ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებებს (U16, U17, U21) წვრთნიდა და ესპანეთის ნაკრებსა და რეალში ასისტენტად უმუშავია.

სეზონის ბოლომდე მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად სამწვრთნელო შტაბის წევრი სალვადო გონსალესი დაინიშნა.

უახლოესი მატჩი ვალენსიას 1 ივლისს, სახლში ბილბაოსთან ელის.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x