პარასკევი, ივლისი 3

ქართველ ფეხბურთელს ლეგენდარული ტოტის აკადემია კონტრაქტს სთავაზობს

ფონტი

ქართველ ფეხბურთელს ლეგენდარული ტოტის აკადემია კონტრაქტს სთავაზობს

ახალგაზრდა ბათუმელი ფეხბურთელი გიორგი გვიანიძე, ფრანჩესკო ტოტის აკადემიასთან კონტრაქტს გააფორმებს.

გავრცელებული ინფორმაციით, აკადემია გიორგის 5 წლიან კონტაქტის სთავაზობს და საბოლოო გაფორმებამდე მხოლოდ ბოლო დეტალებია დარჩენილი.

გიორგი გვიანიძეს ასევე თურქული, გერმანული და სხვა იტალიური აკადემიებიდანაც ჰქონდა შემოთავაზება, თუმცა საბოლოოდ არჩევანი ტოტის აკადემიაზე შეაჩერა.

მისი თქმით, საკითხების მოგვარებაში ჯაბა ჭანტურია, ლევან ბაბილოძე და ლევან გოგალაძე აქტიურად არიან ჩართულები. ამ დროისთვის საყრდენი ნახევარმცელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში თამაშობს.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x