ოთხშაბათი, ივლისი 8

თორნიკე შენგელიამ ცსკა-ში ტრანსფერთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა

ფონტი

თორნიკე შენგელიამ ცსკა-ში ტრანსფერთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა

17 ივნისს თორნიკე შენგელიას ბასკონია კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, ACB ლიგაში პირველ მატჩს ატარებს – ვალენსიაში ბასკური დერბია, ბასკონია ბილბაოს დაუპირისპირდება…

მატჩის წინ ბასკონიას კაპიტანს ჟურნალისტების ყურადღება არ აკლდა, მიზეზი წინა დღით გავრცელებული ცნობაა, რომლის თანახმადაც, თოკომ მოსკოვის ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა.

თორნიკე შენგელია (ბასკონია): “ცსკა-ს შესახებ ვერაფერს ვიტყვი. ამჟამად ბასკონიასთან კიდევ ორი წლით მაკავშირებს ხელშეკრულება. ახლა მთლიანად გუნდის წარმატებაზე და ამ ტურნირზე ვარ კონცენტრირებული და სხვა არაფერზე ვფიქრობ. 

ფინალურ ტურნირს პოზიტიური განწყობით ვხვდებით. ვიცით, რომ მძიმე სიტუაციაში ვართ, როგორც მთლიანად საკალათბურთო სამყარო, ისე მთელი მსოფლიო. ახლა უნდა შევეგუოთ რეკომენდაციებს და მათი დაცვით გავაგრძელოთ ცხოვრება. ყოველდღიურად ვემზადებოდით ტურნირის განახლებისთვის და ეს დღეც დადგა.

ჯგუფში ექვსივე გუნდი თანაბარი დონისაა და ჩვენ ბრძოლისთვის მზად ვართ. ვფიქრობ, საკმარისად მოვემზადეთ იმისთვის, რომ შეტევაში კარგად წარმოვაჩინოთ თავი”.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x