ოთხშაბათი, ივლისი 8

ოლდრიჯი სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს

ფონტი

 ოლდრიჯი სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს

„სან ანტონიო სპურსი“ იმ გუნდებს შორისაა, რომლებიც ორლანდოში გაემგზავრებიან და პლეიოფის საგზურის მოპოვებას შეეცდებიან, თუმცა გრეგ პოპოვიჩის ბიჭებს მიზნის მიღწევა ლამარკუს ოლდრიჯის გარეშე მოუწევთ.

„სპურსმა“ რამდენიმე წუთის წინ, ოფიციალური განცხადება გაავრცელა და გულშემატკივრებს ამცნო, რომ ლამარკუს ოლდრიჯს მარჯვენა მხრის ოპერაცია ჩაუტარდა, რის გამოც იგი სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს.

„იმედგაცრუებული ვარ სეზონს თანაგუნდელებთან ერთად რომ ვერ ჩავამთავრებ, თუმცა გახარებული ვარ, რადგან მომდევნო სეზონისთვის სრულ მზადყოფნაში ვიქნები“, – განაცხადა ოლდრიჯმა.

შეგახსენებთ, რომ ტექსასელებს მერვე ადგილის დაკავების შანსი აქვთ და „მემფისს“ 5 მოგებით ჩამორჩებიან, თუმცა თავიანთი ერთ-ერთი ლიდერის გარეშე პლეიოფში მოხვედრა ძალიან გაუჭირდებათ.

ლამარკუსი მიმდინარე სეზონში საშუალოდ 18.9 ქულას, 7.4 მოხსნას, 2.4 შედეგიან გადაცემასა და 1.6 დაფარებას აგროვებს.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x