ოთხშაბათი, ივლისი 8

შენგელია ცსკა-ში?

ფონტი

შენგელია ცსკა-ში?

მოსკოვის ცსკა-მ ბასკონიასთან თორნიკე შენგელიას კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკება დაიწყო. ამის შესახებ ბერძნულ Live Sport-ზე დაყრდნობით Eurohoops იუწყება. 

აღნიშნული ინფორმაცია ჯერჯერობით არც ერთ მხარეს არ დაუდასტურებია. აქამდე წერდნენ, რომ მოსკოვის არმიის კლუბი შენგელიას კაილ ჰაინსის შემცვლელად მოიაზრებდა. ეს მოთამაშე მილანში გადავიდა. 

ევროლიგის 2019-20 წლების სეზონში 28 წლის შენგელიას საშუალო სტატისტიკამ 15,9 ქულა, 5,6 მოხსნა და 2,9 პასი შეადგინა. 

შენგელია ბასკონიაში 2014 წელს, NBA-დან გადავიდა. პლანეტის საუკეთესო ლიგაში თორნიკე ბრუკლინ ნეთსისა და ჩიკაგო ბულსის შემადგენლობაში გამოდიოდა. 

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x