შაბათი, ივლისი 4

შაქირი კიდევ ერთ გუნდს იცვლის?!

ფონტი

შაქირი კიდევ ერთ გუნდს იცვლის?!

მოახლოვებულ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ნიუკასლის” მთავარი სამიზნე ალბანური წარმოშობის შვეიცარიელი ფეხბურთელი იქნება.ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.

როგორც მოგეხსენებათ, ნიუკასლი ახალი მფლობელის, არაბი შეიხის საკუთრებაში გადავიდა, რის შედეგადაც გუნდს , როგორც ბიუჯეტი ისევე ამბიციებიც გაეზარდა.

თვითონ შვეიცარიელი უკმაყოფილოა ლივერპულით და კლუბის შეცვლა სურს, რადგანაც მას არ ეძლევა სათამაშო დრო და სეზონის დიდი ნაწილის გატარება სათადარიგოთა სკამზე უწევს, რასაც ამტკიცებს ის, რომ ამ სეზონში 28 წლის შვეიცარიელმა მხოლოდ 10 ჯერ მოირგო მერსესაიდელებთა ფორმა.

Daily Mail-ის თანახმად, შერდანით დაინტერესებული “სევილია” და “რომაც” იყო იანვარში, თუმცა “ლივერპული” ერთად რამდენიმე ფრონტზე იბრძოდა და ფეხბურთელის გაშვება არ მოინდომა.

10 ოქტომბერს დაბადებულ შვეიცარიელს მერსესაიდელებთან კონტრაქტი კიდევ 3 წლით აქვს.

5 1 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x