ოთხშაბათი, ივლისი 8

3 გამორჩეული კალათბურთელი, რომელთა კარიერა ტრავმებმა შეიწირა

ფონტი

3 გამორჩეული კალათბურთელი, რომელთა კარიერა ტრავმებმა შეიწირა

წარმოგიდგენთ 3 გამორჩეულ ალათბურთელს, რომელთა კარიერა ტრავმებს ემსხვერპლა.

ლარი ბერდი - გენიოსი, ცინიკოსი ...

ლარი ბერდი

ლარი ბერდი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოა, მისი მიღწევები კი ძალიან შთამბეჭდავი. თუმცა მისი კარიერა შეიძლება კიდევ უფრო შთამბეჭდავი ყოფილიყო, რომ არა ტრავმები. ზურგის ტკივილის გამო, მან კარიერა 13 სეზონის შემდეგ დაამთავრა. უმეტესი მოთამაშისთვის NBA-ში 13 წლის გატარება ბევრიც კია, თუმცა ლარისთვის არა, რადგან მისი თამაში ფიზიკასა და ათლეტურობაზე მეტად სროლასა და საკალათბურთო ინტელექტზე იყო დამოკიდებული.

ამ დროში მან 3 საჩემპიონო ბეჭდის, 3 რეგულარულის MVP-სა და 2 ფინალების MVP-ს ჯილდო მოიგო. ბერდისა და მეჯიქის მეტოქეობა ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ლიგის ისტორიაში.

ბერდის საუკეთესო სეზონი სტატისტიკურად: ბოსტონ სელტიქსი, 1987-88 წლის სეზონი

76 თამაში / 39.0 წუთი / 29.9 ქულა / 9.3 მოხსნა / 6.1 ასისტი / 1.6 ჩაჭრა

ყველაზე მდიდარი სპორტსმენების ათეული

მეჯიქ ჯონსონი

მეჯიქ ჯონსონი უამრავი გამოცემის მიხედვით ყველა დროის 3 საუკეთესო კალათბურთელს შორისაა. 5-გზის NBA-ს ჩემპიონი, 3 რეგულარულის MVP და 3 ფინალური სერიის MVP – ეს ყველაფერი მან მხოლოდ 12 წელიწადში მოასწრო.

1991 წელს მას შიდსის ვირუსი დაუდგინდა, რის გამოც კარიერის დასრულება ნაადრევად მოუწია, იგი ამ დროს მხოლოდ 31 წლის იყო.

მეჯიქის საუკეთესო სეზონი სტატისტიკურად: ლოს ანჯელეს ლეიკერსი, 1986-1987

80 თამაში / 36.3 წუთი / 23.9 ქულა / 6.3 მოხსნა / 12.2 ასისტი / 1.7 ჩაჭრა

დერიკ როუზი ამერიკის ნაკრებს ...

დერიკ როუზი

როუზი NBA-ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა MVP გახდა 22 წლის ასაკში. იქამდე მან წლის საუკეთესო ახალწვეულის ტიტულიც მოიგო. მისი ხელმძღვანელობით ჩიკაგო აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ წამყვან გუნდად ჩამოყალიბდა.

2012 წლის პლეი-ოფის პირველ რაუნდში როუზმა მუხლზე მყესები გაიწყვიტა, რის გამოც მომდევნო სეზონი მთლიანად გამოტოვა. ამის შემდეგ უამრავმა ტრავმამ იჩინა თავი, რის გამოც დერიკმა ჩვეული ფორმის სრულყოფილად აღდგენა ვერ შეძლო.

თუმცა ყველასთვის საბედნიეროდ, მიმდინარე სეზონში მან კარიერაში ყველაზე მეტი, 50 ქულა ჩააგდო. იმედია, ტრავმები თავს აღარ გამოიჩენს და როუზი კარიერის დარჩენილ ნაწილს სრულყოფილად ჩაატარებს.

როუზის საუკეთესო სეზონი სტატისტიკურად: ჩიკაგო ბულსი, 2010-2011

81 თამაში / 37.4 წუთი / 25.0 ქულა / 4.1 მოხსნა / 7.7 ასისტი / 1.0 ჩაჭრა

admin
უახლესი პოსტები adminსგან (ყველას ნახვა)
0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x