კვირა, ივლისი 5

უცნობი ისტორია – მომენტი, როცა მოურინიომ რონალდუ კინაღამ აატირა

ფონტი

უცნობი ისტორია – მომენტი, როცა მოურინიომ რონალდუ კინაღამ აატირა

მოურინიო და რონალდო

იტალიურმა გამოცემა Corriere dello Sport-მა ლუკა მოდრიჩის ავტობიოგრაფიული წიგნიდან ისტორია გამოაქვეყნა, რომელშიც ხორვატი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუსა და ჟოზე მოურინიოს შორის მომხდარ დაპირისპირებას იხსენებს.

„მოურინიოს რეაქციამ ძალიან გამაკვირვა. მახსოვს, კოპა დელ რეის ეგიდით გამართული შეხვედრა იყო და 2-0-ს ვიგებდით. ერთ მომენტში, აუტის დროს, რონალდუ არ გაჰყვა მეტოქეს, ვისი მეურვეობაც ევალებოდა, რამაც ჟოზე მოურინიო განარისხა.

ისინი მოედანზე დიდი ხნის განმავლობაში კამათობდნენ. პირველი ტაიმის შემდეგ კი, გასახდელში შევედი და სასოწარკვეთილი კრიშტიანუ დავინახე, რომელსაც ტირილამდე ძალიან ცოტა აკლდა.

მოურინიო და რონალდო

მახსოვს, რონალდუმ თქვა: „მე ჩემს მაქსიმუმს ვაკეთებ, ის კი, მაინც მაკრიტიკებს“. ამის შემდეგ, გასახდელში მოურინიო შემოვიდა და კრიშტიანუს კრიტიკა დაიწყო. ჟოზეს მიხედვით, რონალდუ თავის მოვალეობას არ ასრულებდა.

ვითარება ისე დაიძაბა, რომ ფეხბურთელთა ჩარევა გახდა საჭირო, თორემ მათ შორის ხელჩართული ჩხუბი დაიწყებოდა“.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ ჟოზე მოურინიოს მიერ გაწვრთნილ „რეალში“ 106 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქე გუნდების კარი 120-ჯერ აიღო.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x