შაბათი, ივლისი 4

რონალდუს კომენტარი იტალიის თასის ფინალში იუვენტუსის გასვლის შემდეგ

ფონტი

რონალდუს კომენტარი იტალიის თასის ფინალში იუვენტუსის გასვლის შემდეგ

იუვენტუსის თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ტურინული გუნდის იტალიის თასის ფინალში გასვლის შემდეგ სოციალურ ქსელ Instagram-ზე პოსტი გამოაქვეყნა. 

12 ივნისს იტალიაში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საფეხბურთო სეზონი განახლდა: ეროვნული თასის 1/2-ფინალურ ეტაპზე იუვენტუსმა შინ მილანთან 0:0 ითამაშა. 

ამ შედეგით ბებერმა ქალბატონმა ფინალში გააღწია – პირველი მატჩი 1:1 დასრულდა და სტუმრად გატანილი გოლის წესი იუვეს წაადგა. რონალდუმ მე-16 წუთზე პენალტის ნიშნულიდან ვერ გაიტანა.

სეზონის განახლება განსხვავებული გამოვიდა, მაგრამ საკუთარ მიზანს მივაღწიეთ. რომი, აი, ჩვენც აქ ვართ“, – დაწერა პორტუგალიელმა. 

იტალიის თასის ფინალური შეხვედრა რომში 17 ივნისს უნდა გაიმართოს. 

მეორე ფინალისტი დღევანდელ მატჩში გამოვლინდება, რომელშიც ერთმანეთს ნაპოლი და ინტერი დაუპირისპირდებიან. პირველ თამაშში ნაპოლიმ 1:0 გაიმარჯვა.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x