პარასკევი, ივლისი 3

როგორ გააცნო რონალდინიომ 17 წლის მესი კობი ბრაიანტს

ფონტი

როგორ გააცნო რონალდინიომ 17 წლის მესი კობი ბრაიანტს

41 წლის კობი ბრაიანტი, იანვარში, ავიაკატასტროფაში გარდაიცვალა, რაც მთელი მსოფლიოსთვის შოკისმომგვრელი იყო. კობის გავლენა კალათბურთზე შეუდარებელი იყო, მაგრამ ბრაიანტი ასევე ფეხბურთის უდიდესი გულშემატკივარი გახლდათ.

კობი იტალიაში გაიზარდა, სადაც მამამისი პროფესიონალურ კალათბურთს თამაშობდა და “მილანის” გულშემატკივარი იყო.

მაგრამ ბრაიანტის საუკეთესო საფეხბურთო ისტორია 2006 წელს, ლოს ანჯელესში მოხდა, სადაც ბარსელონა წინასასეზონო მზადებას მართავდა, რონალდინიომ კი მას 17 წლის ლიონელ მესი გააცნო.

ძალიან დიდი ხნის წინ, “ბარსელონა” ლოს ანჯელესს ესტუმრა. რონალდინიო ჩემი კარგი მეგობარი იყო. როცა ვსაუბრობდით, უეცრად მითხრა, “კობი, მისმინე, ახლა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი უნდა გაგაცნო”. გაკვირვებულმა ვკითხე “ვინ?! საუკეთესო შენ ხარ!” მან კი მიპასუხა – “არა, არა, აი ეს ბავშვი იქნება ყველა დროის საუკეთესო.– ის ბავშვი კი ლიონელ მესი იყო, რომელიც ამ დროს, სულ რაღაც, 16 ან 17 წლის გახლდათ.

რონალდინიო მესის რომ ადრეული ასაკიდანვე აფასებდა, ეს ცნობილი ამბავია.

ლეოს დებიუტი 16 წლის ასაკში, 2003 წლის ნოემბერში, ბარსელონასა და ჟოზე მოურინიოს პორტოს შორის გამართულ შეხვედრაში შედგა. ამ მატჩში მესიმ ორი საგოლე მომენტი შექმნა და სამწვრთნელო შტაბზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რის შემდეგაც, მას პირველ გუნდთან ერთად ვარჯიში დააწყებინეს.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x