პარასკევი, ივლისი 3

რისთვის დასაჯეს LASK 6 ქულით?

ფონტი

რისთვის დასაჯეს LASK 6 ქულით?

ავსტრიის ბუნდესლიგის ყოფილ ლიდერ ლასკ-ის ფედერაციამ ქულები ჩამოაკლო, რაც გუნდს პირველი ადგილის დაკარგვად დაუჯდა.

საქმე ისაა, რომ ლასკ-მა სოციალური დისტანციის წესი დაარღვია და ვარჯიში სრულად ჯგუფურ ფორმატში გამართა, მაშინ, როცა ამის უფლება არ ჰქონდა და მხოლოდ ჯგუფებად დაყოფილ ფეხბურთელთა საწვრთნელი პროცესის ჩატარება შეეძლო.

აღსანიშნავია, რომ ლინცელთა პრეზიდენტმა და მთავარმა მწვრთნელმა (“ბაიერნის” ყოფილი მცველი – ვალერიან ისმაელი) სპეციალური პრესკონფერენცია გამართეს და მომხდარის გამო ბოდიში მოიხადეს.

გამოძიება 14 მაისს დაიწყო, თავდაპირველად განიხილებოდა ვარიანტი, რომ ლინცელებს 12 ქულას ჩამოაკლებდნენ, თუმცა ფედერაციამ, საბოლოოდ, გუნდის 6 ქულით დასჯის გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, ლინცელები ჯარიმის სახით 75 000 ევროს გადაიხდიან. ასე რომ, ბუნდესლიგის პირველ ადგილზე 24-ქულიანმა „ზალცბურგმა“ გადაინაცვლა, ლასკ-ის აქტივში კი უკვე 21 ქულაა.

კლუბს სასამართლოს მიერ გუშინ გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრება 14 დღის განმავლობაში შეუძლია.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x