პარასკევი, ივლისი 3

რიშარლისონმა ვან დაიკზე უკეთესი 3 მცველი დაასახელა

ფონტი

რიშარლისონმა ვან დაიკზე უკეთესი 3 მცველი დაასახელა

ევერტონისა და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა, რიშარლისონმა, განაცხადა, რომ ლივერპულისა და ნიდერლანდების ნაკრების მცველი ვირჯილ ვან დაიკი საკუთარ პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესო არ არის. 

“ხალხი ბევრს საუბრობს მასზე და დიახ, შესანიშნავი მცველია, მაგრამ მე ის უკვე დავამარცხე. 

წინა სეზონში ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა სამეულში მოხვდა, რადგან დიდი სეზონი ჰქონდა. მაგრამ, ჩემთვის, უფრო ძლიერი მცველებიც არსებობენ. ტიაგო სილვა, მარკინიოსი და სერხიო რამოსი”, – ციტირებს რიშარლისონს Desimpedidos-ი.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x