კვირა, ივლისი 5

რეალის სოლიდარობა ბარსას ყოფილი მწვრთნელის მიმართ!

ფონტი

რეალის სოლიდარობა ბარსას ყოფილი მწვრთნელის მიმართ!

რეალმა ვალენსიასთან ლა ლიგის 29-ე ტურის მატჩის წინ ბარსელონას ყოფილ მწვრთნელს, ხუან კარლოს უნსუეს მხარდაჭერა გამოუცხადა.

უნსუეს განუკურნებელი დაავადება, ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი დაუდგინდა, რომელიც დროთა განმავლობაში ავადმყოფის სიკვდილს იწვევს.

რეალის ფეხბურთელები სპეციალური მაისურებით, წარწერით:”მხარდაჭერა უნსუეს, ჩვენ შენთან ვართ’ გამოვიდნენ.

ხუან კარლოს უნსუემ სამწვრთნელო კარიერა ბარსელონას მეკარეების მწვრთნელის პოზიციაზე დაიწყო – იგი ფრანკ რაიკაარდთან და პეპ გვარდიოლასთან მუშაობდა. 2017 წელს მისი ბარსას მთავარ მწვრთნელად დანიშვნის ვარიანტიც განიხილებოდა, თუმცა, საბოლოოდ იგი სელტას თავკაცი გახდა. ხუან კარლოსის ბოლო კლუბი გრანადა იყო.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x