კვირა, ივლისი 5

რამოსი მსოფლიოში საუკეთესო მცველია – კიელინის განმარტება

ფონტი

რამოსი მსოფლიოში საუკეთესო მცველია – კიელინის განმარტება

Liverpool fan and FIFA cult hero Adebayo Akinfenwa tells Sergio ...

იუვენტუსის ფეხბურთელმა ჯორჯო კიელინიმ რეალის კაპიტან სერხიო რამოსს მსოფლიოში საუკეთესო მცველი უწოდა. ამის შესახებ იტალიელმა უკანახაზელმა საკუთარ ავტობიოგრაფიაში დაწერა. 

კიელინი აღფრთოვანებაში მოუყვანია ეპიზოდს, როცა რამოსმა უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში, 2018 წელს, ლივერპულის თავდამსხმელ მოჰამედ სალაჰს ტრავმა მიაყენა. ეგვიპტელმა მაშინ მინდორი პირველსავე ტაიმში დატოვა, ხოლო მადრიდულმა კლუბმა 3:1 გაიმარჯვა. ბევრი გულშემატკივარი ფიქრობს, რომ რამოსმა სალაჰს განზრახ მიაყენა ტრავმა. 

ის მსოფლიოში საუკეთესო მცველია. ამბობენ, რომ საკმარისად სწრაფი და ტაქტიკურად განსწავლული არ არის, იმასაც, რომ მისი შეცდომების გამო გუნდი ყოველ სეზონში 8-10 გოლს უშვებს – ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. მას ორი ისეთი თვისება აქვს, რომლებიც, ფაქტობრივად, მხოლოდ მისია. იცის, როგორ იმოქმედოს გადამწყვეტ მომენტში, როგორ გადაწყვიტოს მატჩების ბედი და ტრავმაც კი ასე ჭკვიანურად მიაყენოს მოწინააღმდეგეს. 

რაც მან სალაჰის წინააღმდეგ გააკეთა 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ოსტატობა იყო. ყოველთვის ამბობდა, რომ ეს მიზანმიმართულად არ გაუკეთებია, მაგრამ იცოდა, რომ 10-დან 9 შემთხვევაში, ასეთი ქმედებით დიდი რისკი იყო, მოწინააღმდეგეს ხელი მოეტეხა“, – დაწერა კიელინიმ საკუთარ ავტობიოგრაფიაში. 

admin
უახლესი პოსტები adminსგან (ყველას ნახვა)
0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x