კვირა, ივლისი 5

ტესტირების შედეგები ცნობილია! რამდენი ინფიცირებულია პრემიერ ლიგაში?

ფონტი

ტესტირების შედეგები ცნობილია! რამდენი ინფიცირებულია პრემიერ ლიგაში?

პრემიერ ლიგაში კორონავირუსზე ტესტირების მორიგი, მეხუთე ეტაპი დასრულდა. წინა რაუნდისგან განსვავებით, როცა ინფიცირებულთა რაოდენობა ზუსტად ნულის ტოლი იყო, ამჯერად ტესტებმა კორონავირუსის მატარებელი ერთი ადამიანი გამოავლინა. ინფიცირებული ტოტენჰემის წარმომადგენელია, რაც ლონდონურმა კლუბმა უკვე დაადასტურა.

გასული ოთხი ეტაპიდან საწყის ეტაპზე ინფიცირების ექვსი, შემდეგ ორი, შემდეგ ოთხი, ბოლოს კი ნული, საერთო ჯამში 12 შემთხევა დაფიქსირდა. მათ შორის იყვნენ ბარნლის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, უოტფორდის მცველი ადრიან მარიაპა, ბორნმუთის მეკარე აარონ რამსდეილი. უახლესი, მე-13 ინფიცირებულის ვინაობა კონფიდენციალურია.

შეგახსენებთ, რომ კლუბებმა სამედიცინო პროტოკოლის დაცვით, სრულმასშტაბიანი სავარჯიშო პროცესი უკვე განაახლეს. პრემიერ ლიგა 17 ივნისს დაბრუნდება

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x