პარასკევი, ივლისი 3

პირველი პროფესიონალი ფეხბურთელი, ვინც COVID 19-მა იმსხვერპლა.

ფონტი

პირველი პროფესიონალი ფეხბურთელი, ვინც COVID 19-მა იმსხვერპლა.

 The Bolivian Football Federation led the tributes to Guzman after he became the first player to die from the virus in the country

დეიბერტ ფრანს რომან გუზმანი- იყო ბოლივიელი 25 წლის ფეხბურთელი. იგი ბოლივიის მეორე დივიზიონში ტრინიდადის გუნდში თამაშობდა და გახდა პირველი ფეხბურთელი ვინც კორონა ვირუსისგან გარდაიცვალა.

გუზმანამდე მისი ოჯახის ორმა წევრმა წააგო ბრძოლა ვირუსთან. ერთერთი გახლავთ- გუზმანის მამა, რომან ბელაზარიო, ვინც თავის მხრივ იმ კლუბის პრეზიდენტი გახლავთ, რომელშიც ფრანს გუზმანი თამაშობდა, ხოლო მეორე კი ბიძამისი, ლუის კარმელო რომანი. ლუის კარმელო დეპორტივო პერეხიკეს პრეზიდენტი იყო.

ისინი ერთ სახლში ცხოვრობდნენ და როგორც გაირკვა სამივე მათგანი ქრონიკული დაავადების მატარებელი იყო.

ბოლივიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ანხელ სუარესმა განაცხადა: ” ბოლივიის საფეხბურთო ფედერაცია გამოთქვამს გულის ტკივილს მომხდარის გამო და უსამძიმრებს დეიბერტ რომან გუზმანის მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. ჩვენ ღმერთს ვთხოვთ მოგვცეს სიძლიერე ამ რთულ მომენტში.”

ვიმედოვნოთ გუზმანი უკანასკნელი სპორტსმენი იქნება რომელიც კორონა ვირუსთან ბრძოლაში დამარცხდება.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x