კვირა, ივლისი 5

პერესის სატრანსფერო პოლიტიკის აზრი: მას FIFA-ში მაღალი რეიტინგი ჰქონდა და ამიტომ ვიყიდე

ფონტი

პერესის სატრანსფერო პოლიტიკის აზრი: მას FIFA-ში მაღალი რეიტინგი ჰქონდა და ამიტომ ვიყიდე

მადრიდის “რეალს” არაერთი წარუმატებელი ტრანსფერი განუხორციელებია და ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება. თუმცა ერთ-ერთი ყველაზე უშედეგო შენაძენი ჯონათან ვუდგეითი იყო, რომელიც მადრიდელებმა 18 მილიონ ევროდ შეიძინეს.


მაშინ ვუდგეითი “ნიუკასლში” თამაშობდა და ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მცველად ითვლებოდა. “რეალის” პრეზიდენტისთვის ის კარგი ვარიანტი ჩანდა, მაგრამ მან ვერ გაითვალისწინა ჯონათანის ტრავმიანობისკენ მიდრეკილება. შეძენიდან რამდენიმე დღეში მან ბარძაყი დაიზიანა და პრაქტიკულად, მთლიანი სეზონი გაუცდა.


“ეს იყო კოშმარი. კონტრაქტის მიხედვით, არ შემეძლო “რეალის” თამაშის გამოტოვება და მთელი სეზონი ექიმის კაბინეტსა და ტრიბუნებზე გავატარე.” – იხსენებს ვუდგეითი.


თუმცა ნამდვილი კოშმარი მისი სადებიუტო მატჩი უფრო იყო. მან ავტოგოლი გაიტანა, მიიღო ორი ყვითელი და მატჩის დასრულებამდე 30 წუთით ადრე გააძევეს. ჟურნალისტებისა და კრიტიკოსების ნეგატიურმა ტალღამ ფეხბურთელი ფსიქოლოგიურად მოცელა და მან თავდაჯერებულობა დაკარგა.
პერესმა კი ის “მიდლსბროში” გაუშვა.


მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ როცა “რეალი” ვუდგეითის ტრანსფერს ასრულებდა, კლუბის სპორტული დირექტორი წინააღმდეგი იყო, თუმცა პერესმა უცნაური არგუმენტით ის გააჩუმა: “ინგლისელს FIFA-ში მაღალი რეიტინგი აქვს. ის აუცილებლად კარგად შეთამაშდება. გარდა ამისა, ჩემი შვილი ხშირად თამაშობს და ჯონათანი ძალიან მოსწონს.” საქმის ეს დეტალები “რეალის” ყოფილმა პრეზიდენტმა რომან კალდერონმა გაასაჯაროვა.

admin
უახლესი პოსტები adminსგან (ყველას ნახვა)
0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x