პარასკევი, ივლისი 3

”ოქრიაშვილის გამოსასყიდი თანხა დიდია” – ”ანორთოსისი” მზადაა ქართველი გაყიდოს

ფონტი

”ოქრიაშვილის გამოსასყიდი თანხა დიდია” – ”ანორთოსისი” მზადაა ქართველი გაყიდოს

You Choose" - Tornike Okriashvili Best in November

”ანორთოსისის”  გენერალური მენეჯერი იანოს კონსტანტინო მზადაა თორნიკე ოქრიაშვილით დაინტერესებულ კლუბთან მოლაპარაკება გამართოს. ამ თემაზე კლუბის მმართველი კვიპროსულ მედიას ესაუბრა.

იანოს კონსტანტინო: ”მომწონს ამბიციური ფეხბურთელები. ჩვენს გუნდში სწორედ ასეთი ფეხბურთელების ხილვა გვსურს. ოქრიაშვილიც ასეთია, ის საკუთარ თავს უფრო ძლიერ კლუბში ხედავს, თუმცა მას ჩვენთან ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით აკავშირებს. ოქრიაშვილის გაყიდვის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ დაინტერესებულ კლუბს კონტრაქტში მითითებული თანხის გადახდა მოუწევს.”

კითხვაზე გამოსასყიდი თანხა შეადგენს თუ არა მილიონს, ”ანორთოსისის” ხელმძღვანელმა ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა: ”გამოსასყიდი თანხა მცირე ნამდვილად არაა, თუმცა როცა ოქრიაშვილმა კონტრაქტს ხელი მოაწერა, კონტრაქტის ეს პუნქტი მისთვის მისაღები იყო.”

თორნიკე ოქრიაშვილს კვიპროსული კლუბის დატოვების სურვილი აქვს, რაც არაერთხელ დაადასტურა.

კვიპროსის ჩემპიონატში სეზონი კორონავირუსის პანდემიის გამო ნაადრევად დასრულდა. ამ ეტაპზე ჩემპიონი არ დასახელებულა, თუმცა დიდი ალბათობით ეს გუნდი ”ომონია” იქნება, რომელიც პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან ”ანორთოსისს” ურთიერთშეხვედრებში აჯობა.

შეგახსენებთ, თორნიკე ოქრიაშვილი ”ანორთოსისისთვის” 2019 წლის ზაფხულიდან თამაშობს. კვიპროსის ჩემპიონატის 2019-20 წლების სეზონის 14 მატჩში 3 გოლი შეაგდო და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. 28 წლის შემტევს კუნძულზე გადასვლამდე უკრაინის, ბელგიის, თურქეთისა და რუსეთის ჩემპიონატებში უთამაშია.

admin
უახლესი პოსტები adminსგან (ყველას ნახვა)
0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x