ოთხშაბათი, ივლისი 8

NYT: სტამბოლი გამოირიცხა. ვინ უმასპინძლებს ჩემპიონთა ლიგის ფინალს?

ფონტი

NYT: სტამბოლი გამოირიცხა. ვინ უმასპინძლებს ჩემპიონთა ლიგის ფინალს?

29 August: new date for the Champions League final in Istanbul ...

როგორც პოპულარული ამერიკული გამომცემლობა New York Times იუწყება, ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი სეზონის ფინალი, რთული ეპიდომიოლოგიური სიტუაციის გამო, შესაძლოა სტამბოლში აღარ ჩატარდეს.


წყაროს ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება უეფაში უკვე განიხილეს. ამავდროულად, ქალაქის ვინაობა, რომელიც სტამბულის ნაცვლად მიიღებს ჩემპიონთა ლიგის ფინალს ივნისის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი.

არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი, რის მიხედვითაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ბოლო ეტაპი “ოთხთა ფინალის” ფორმატში გაიმართება, მის სავარაუდო მასპინძელად კი გერმანიას ასახელებენ.

შეგახსენებთ რომ მსოფლიოში Covid 19-ის გავრცელების მხრივ თურქეთი მე-10, გერმანია კი მე-8 ადგილს იკავებს.

როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს შანსი საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, რომ მან ჩემპიონთა ლიგის ფინალს უმასპინძლოს?

დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარის სახით

5 1 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
1 კომენტარი
უძველესი
უახლესი კომენტარი ყველაზე მეტი ხმით
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
admin
ადმინი
1 თვე წინ

ძალიან მაგარი იქნებოდა :O

1
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x