კვირა, ივლისი 5

რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე?

ფონტი

რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე?

მსოფლიოს რეიტინგში რიგით 27-ე ჩოგბურთელის მხარის სარჩელი არ დააკმაყოფილა თბილისის საქალაქო სასამართლომ და ძალაში დატოვა ყველა შემაკავებელი ორდერი, რომელიც მას და მისი ოჯახის წევრებს ყო­ფი­ლი რძლის მი­მართ ჰქონ­დათ გა­მო­წე­რი­ლი. ინფორმაციას ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის უფლებებისა და ინტერესების დამცველი ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

უფლებადამცველების ინფორმაციით, ნიკოლოზ ბასილაშვილის მხარე ითხოვდა მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერების გაუქმებას, თუმცა სასამართლომ ნელი დოროყაშვილისა და მისი არასრულწლოვანი შვილის დასაცავად გამოცემული ყველა შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა.

ასევე შეგახსენებთ რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბასილაშვილი და მისი მამა ჩოგბურთელის ყოფილ ცოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილიც.

ბასილაშვილი – მსოფლიოს 27-ე ჩოგანი, АТР-ს სერიის სამი ტურნირის გამარჯვებულია. თავის კარიერაში 28 წლის ჩოგბურთელმა თითქმის 5,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, აქედან 343 ათასი – ამ სეზონზე.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x