შაბათი, ივლისი 4

ნეიმარი და მბაპე პსჟ-ში ბედნიერები არიან – ერერა

ფონტი

ნეიმარი და მბაპე პსჟ-ში ბედნიერები არიან – ერერა

კილიან მბაპე მადრიდის რეალის საოცნებო მოთამაშეა, ხოლო ნეიმარის დაბრუნების სურვილი ბარსელონას კვლავაც აქვს. მათ თანაკლუბელ ანდერ ერერას ჰკითხეს, თუ პსჟ-ს რომლის შენარჩუნება უფრო გაუჭირდება:

“არ ვიცი. არ ვიცი, თუ რამდენს გამოიმუშავებენ ისინი და რა თანხას შოულობს მათი მეშვეობით კლუბი. რაც ვიცი ისაა, რომ ისინი ამ პროექტის საკვანძო ფიგურები არიან და პსჟ-ში ორივე ძალიან ბედნიერია. პსჟ ფეხბურთელებს ყიდულობს და არა ყიდის. კლუბს საკმარისი ფინანსური რესურსი აქვს, რათა ორივეს შენარჩუნება შეძლოს.

ვფიქრობ ნეიმარი დარჩება, რადგან პანდემიის შემდეგ ბაზარი განსხვავებულია. საფეხბურთო ეკონომიკა შეიცვლება.”

შეგახსენებთ, რომ ფრანგული ლიგა 1 ნაადრევად დასრულდა და პარიზული გრანდი ზედიზედ მესამე ტიტულს დაეუფლა.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x