პარასკევი, ივლისი 3

ნეიმარი თანაგუნდელებს: “ბარსელონაში დაბრუნება მსურს”

ფონტი

ნეიმარი თანაგუნდელებს: “ბარსელონაში დაბრუნება მსურს”

ნეიმარის საგა გრძელდება. როგორც კატალონიური გამომცემლობა Mundo Deportivo იუწყება, ნეიმარს ბარსელონაში ტრანსფერს უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ.

ამის უპირველესი მსურველები კი ბლაუგრანელებზე მეტად თავად ფეხბურთელია. როგორც წყარო გვამცნობს, ნეიმარი უკვე PSG-ის გასახდელშიც ძალზედ ღიად საუბრობს თუ რამდენად დიდი სურვილი აქვს რომ მის ძველ კლუბში დაბრუნდეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი საუბრები მიდიოდა წინა წელსაც, როდესაც ორ კლუბს შორის მთელს ზაფხულის სატრასფერო სეზონზე გაწელილი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

ნეიმარი პსჟ-ში 2017 წელს სწორედ ბარსელონადან, 222 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ამ ტრანსფერმა ის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშედ აქცია.

პოსტკორონავირუსული პანდემიის შემდეგ მართლაც რთული წარმოსადგენია, თუ რამდენად აუხდება ნეიმარს ხელმეორედ კატალონიური ოცნება. აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, თუ როგორი გამალებით იბრძვის ბარსელონა ინტერის არგენტინელი შემტევის, ლაუტარო მარტინესის შესაძენად, რომლის სანაცვლოდაც მზადაა რომ 111 მილიონი ევრო გაიღოს.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x