ოთხშაბათი, ივლისი 8

რამდენ კალათბურთელს დაუდგინდა NBA-ში კორონა ვირუსი?

ფონტი

რამდენ კალათბურთელს დაუდგინდა NBA-ში კორონა ვირუსი?

NBA-ის კლუბებში კორონავირუსზე ჩატარებულ ტესტზე დადებითი შედეგი 16 კალათბურთელს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლიგის მოთამაშეთა პროფესიული კავშირის პრესსამსახური ავრცელებს. ცნობილია, რომ სულ ტესტი 302 მოთამაშეს ჩაუტარდა.

“ყველა სპორტსმენი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურა, თვითიზოლაციაში დარჩება, სანამ არ შეასრულებს შესაბამისი პროტოკოლით გათვალისწინებულ ყველა პირობას და ნებართვას არ მიიღებს ექიმებისგან”, — ნათქვამია განცხადებაში. 

აქამდე გაირკვა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის არიან მალკოლმ ბროგდონი [ინდიანა პეისერსი], ნიკოლა იოკიჩი [დენვერ ნაგეთსი], ჯაბარი პარკერი, ალექსეი ლენი და ბადი ჰილდი [ყველა – საკრამენტო კინგსი].

როგორც იცით, NBA-ში სეზონი კორონავირუსის პანდემიის გამო მარტში შეწყდა. 4 ივნისს კი ლიგამ სეზონის განახლების გეგმა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, მატჩები ორლანდოში, 22 გუნდის მონაწილეობით უნდა შედგეს: 13 დასავლეთ კონფერენციას წარმოადგენს, ხოლო 9 — აღმოსავლეთს.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x