მოჰამედ სალაჰი ამჟამად გახლავთ ჩემპიონთა ლიგის, ევროპის სუპერთასის, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატისა და პრემიერ ლიგის მოქმედი გამარჯვებულია. ტიტულებისკენ მიმავალ გზაზე მან ლივერპულის მაისურით 151 მატჩი ჩაატარა და 94 გოლი შეაგდო. რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? ახალი კლუბი ხომ არა? ეგვიპტელმა კითხვა ღიად დატოვა:

“ახლა უბრალოდ მსურს მოცემული მომენტით დავტკბე. ბედნიერი ვარ მიღწეული წარმატებებით. სამომავლოდ კი არავინ იცის რა მოხდება. დაველოდოთ…” – მოკლე, თუმცა საგულისხმო კომენტარით შემოიფარგლა სალაჰი.

ინგლისის უმაღლესი ლიგის პრემიერ ლიგის გასული ორი სეზონის განმავლობაში ბომბარდირი მადრიდის რეალს არაერთხელ დაუკავშირეს. 28 წლის შემტევს ლივერპულთან კონტრაქტი კიდევ სამი წლით აკავშირებს.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
sportfans
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა