კვირა, ივლისი 5

მბაპემ პსჟ უნდა დატოვოს, თუ მსოფლიო ფეხბურთში დომინაცია სურს – მოდრიჩი

ფონტი

მბაპემ პსჟ უნდა დატოვოს, თუ მსოფლიო ფეხბურთში დომინაცია სურს – მოდრიჩი

რეალის ვარსკვლავი და ოქროს ბურთის მფლობელი, ლუკა მოდრიჩი კილიან მბაპეს თემას ეხმაურება. ხორვატი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ თუ ფრანგს სურს საკუთარი თავი წარმოაჩინოს და მსოფლიოში იბატონოს, მაშინ პსჟ-ს დატოვება მოუწევს. ლუკამ ინტერვიუ La Gazzetta dello Sport-თან ჩაწერა:

“მბაპეს ყველაფერი აქვს, რომ მოედანზე იბატონოს, მაგრამ თუ უნდა, რომ ხარისხი გაიუმჯობესოს, უნდა წავიდეს ისეთ ჩემპიონატში სათამაშოდ, სადაც მისი გუნდი მარტივად ვერ მოიგებს.”

მბაპე წლების მანძილზე უკავშირდება მადრიდის რეალს და თავადაც არ მალავს სამეფო კლუბის მიმართ სიმპათიებს, თუმცა ტრანსფერი ვერ შედგა და კილიანი კიდევ ერთი წელი რჩება ფრანგულ კლუბში.

მოდრიჩი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც რონალდუს და მესის ჰეგემონია შეაჩერა ოქროს ბურთის მომგებთა დომინაციაში და 2018 წელს საუკეთესოდ აღიარეს. ხორვატს 35 წელი შეუსრულდება სექტემბერში და უკვე კარიერის დასრულებაზე ფიქრობს:

“დარწმუნებული ვარ, კიდევ 2 წელი შემიძლია მაღალ დონეზე თამაში. დანარჩენს შემდეგ ვნახავთ. რეალში მსურს კარიერის დასრულება, მაგრამ ეს კლუბზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, სამწვრთნელო კურსებს გავივლი. ჩვენთვის ეროვნული ნაკრები ფეხბურთზე მაღლა დგას. როგორც ფეხბურთელი და როგორც მწვრთნელი, აქ ყოფნა ჩემთვის პატივი იქნება.”

ლუკამ კრიშტიანუზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პორტუგალიელი რეალს დააკლდა. მისი შეფასებით, ის ძალიან კარგი ადამიანია.

“რონალდუს შესაძლებლობებზე საუბარი უკვე ჩვეულებრივია ჩემთვის: ის ყველა დროის საუკეთესოთა შორისაა. ჩვენ მისი გოლები და ხასიათი დაგვაკლდა რეალში. კრიშტიანუს ყოველთვის მოგება უნდა. ის ჩვენ მოტივაციას გვმატებდა. როგორც ადამიანს, 10-ს დავუწერდი. მას დიდი გული აქვს და ყოველთვის მზადაა დახმარებისთვის.”

შეგახსენებთ, ლა ლიგა სანტანდერის პირველი შეხვედრა რეალმა 14 ივნისს ჩაატარა და ეიბარს ანგარიშით 3-1 სძლია. რაც შეეხება საფრანგეთის ლიგა 1-ს, ტურნირი სექტემბრამდე შეჩერებულია და გამარჯვებულად პსჟ გამოცხადდა.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x