შაბათი, ივლისი 4

მიუნხენგლადბახის ბორუსიას ფანების საინტერესო კამპანია “stay at home. be in the stands”

ფონტი

მიუნხენგლადბახის ბორუსიას ფანების საინტერესო კამპანია “stay at home. be in the stands”

მოგეხსენებათ, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე საფეხბურთო ლიგებმა, ისევე როგორც თითქმის ყველაფერმა, მცირე ხნიანი შესვენება აიღო. ბუნდესლიგა პირველი ჩემპიონატია ტოპ ლიგებიდან, რომელიც მონატრებულ ფანებს დაუბრუნდა, რა თქმა უნდა, გარკვეული შეზღუდვებით. გერმანიის კანონმდებლობის მიხედვით, სტადიონზე იკრძალება 213 ადამიანზე მეტის ყოფნა, შესაბამისად გუნდებს დახურულ კარს მიღმა მოუწევდათ მატჩების ჩატარება.

“ბორუსია პარკი” გერმანიაში სიდიდით მეხუთე სტადიონია და 54014 ადამიანს იტევს. მატჩების უმეტესობას გლადბახი სავსე სტადიონზე მართავდა , ფანების ხმაურიანი მხარდაჭერის ფონზე. ეს ყველაფერი გუნდის წარმატების ერთერთი მთავარი მიზეზიც კი იყო. მიუნხენგლადბახის ბორუსიას ფეხბურთელებისთვის დახურულ კარს მიღმა თამაში დიდი დარტყმა იყო, მათი გულშემატკივართათვის კი ეს ამბავი დიდ გამოწვევად იქცა და გამოსავალი შესანიშნავი იდეით იპოვნეს.

Which Bundesliga club should I support? Stoke City and Port Vale ...



იდეის სლოგანია “დარჩი სახლში-იყავი ტრიბუნაზე” მისი არსი კი შემდეგში მდგომარეობს.გულშემატკივრებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეუძლიათ €19.00 გადაიხადონ და მათი სურათი მუყაოს დაფაზე აღმოჩნდება, დაფა კი “ბორუსია პარკზე” დაინსტალირდება.

“კამპანიის ორგანიზატორები, საკმაოდ დიდი მოთხოვნის გამო ძლივს ახერხებენ ყველა მათგანის დაინსტალირებას” ამბობს გლადბახის ფანკლუბის წარმომადგენელი-ტომას ვაინმენი. “თუმცა ჩვენ აღფრთოვანებულნი ვართ გულშემატკივართა ამ საოცარი მხარდაჭერით”




ეს კამპანია სხვა გუნდის ფანებსაც აძლევს საშუალებას, რომ შეუკვეთონ დაფა მათი ფოტოთი. ეს დაფები კი სტუმარი გუნდის ფანებისთვის განკუთვნილ სექტორში განთავსდება. ამ ეტაპზე გლადბახის სტადიონზე უკვე 4500ზე მეტი დაფაა დამონტაჟებული და კიდევ 12000 არის შეკვეთილი. ბორუსია მიუნხენგლადბახის ფეხბურთელებმა, სამწვრთნელო შტაბმა და საბჭოს წევრებმა უკვე უარი თქვეს ხელფასების გარკვეულ ნაწილზე რათა გუნდს და მათ მფლობელებს დაეხმარნონ ფინანსური კრიზისისგან თავის დაღწევაში. გულშემატკივრებსაც ამ კამპანიის ფარგლებში თავიანთი წვლილი შეაქვთ მათი ფოტოს განთავსებით მოცემულ ბმულზე. www.seidabei-trotzdem.de

ვიმედოვნოთ, რომ ეს კამპანია სხვა ჩემპიონატებშიც აქტიურად დაინერგება და გუნდის ფეხბურთელებს ოდნავ მაინც შეუმსუბუქებენ ცარიელ ტრიბუნებს შორის თამაშს.
0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x