ოთხშაბათი, ივლისი 8

პიანიჩის განცხადება ,,მადრიდის რეალზე”

ფონტი

პიანიჩის განცხადება ,,მადრიდის რეალზე”

ბარსელონაში სულ ახლახანს გადასული მირალემ პიანიჩი წლების წინ მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა, რომ მისი საყვარელი კლუბი მადრიდის რეალია.

“ზიდანისა და რონალდო ნაზარიოს ერის შემდეგ რეალის ფანი ვიყავი. ეს ჩემი საყვარელი კლუბია და ყოველთვის იქნება“, – იხსენებს პიანიჩის 2009 წლის ინტერვიუს Bleacher Report.

კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტი წერს, რომ ბოსნიელ ფეხბურთელთან 4-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ამავე კონტრაქტით, მისი გამოსასყიდი თანხა 400 მილიონ ევროს შეადგენს.

მიმდინარე სეზონის ბოლომე პიანიჩი იუვეში დარჩება.

მირალემი ტურინულ კლუბში 2016 წელს, რომადან გადავიდა. ბიანკონერისთან ერთად მან 3 სერია A, 2 იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი მოიგო.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x