პარასკევი, ივლისი 3

მიხეილ ნარიაშვილი: თუ გვინდა, გრანდებთან მოგებებზე ვიფიქროთ, აუცილებლად უნდა გამოინახოს რაიმე გზა

ფონტი

მიხეილ ნარიაშვილი: თუ გვინდა, გრანდებთან მოგებებზე ვიფიქროთ, აუცილებლად უნდა გამოინახოს რაიმე გზა

 

საქართველოს სარაგბო ნაკრები დიდი ცვლილებების მოლოდინშია ამასთან დაკავშირებით კომენტარი მიხეილ ნარიაშვილმაც გააკეთა!

2019 წლის მსოფლიო თასი წარმატებულად რომ ვერ ჩაითვლება, ეს საიდუმლო არავისთვისაა. ამას მორაგბეებიც ვაღიარებთ და 100%-ით ვიღებთ პასუხისმგებლობას. სათამაშო ხარისხიც შეიძლებოდა ბევრად უკეთესი ყოფილიყო… მაგრამ თუ გავიხსენებთ მანამდე პერიოდს და ობიექტურად შევაფასებთ სიტუაციას, ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება ის წარუმატებლად შეფასდეს. 2017 წლამდე ძალიან დიდი წინსვლა გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებს რამდენიმე მნიშვნელოვანი მორაგბე აკლდა, 2016 წლის ზაფხულის ტურნე (ფიჯიზე) გუნდმა დაუმარცხებლად ჩაატარა – ორი მოგებით და ერთი ფრით. გული მწყდება, რომ ისეთმა ადამიანებმა, რომლებმაც ამ თამაშების მოგებას არანაირი მნიშვნელობა არ მიანიჭეს, მსოფლიო თასის შემდეგ აქტიური საუბარი დაიწყეს ნაკრების წარუმატებლობაზე. ისინი არსად ჩანდნენ მნიშვნელოვანი გამარჯვებების შემდეგ, ავსტრალიის, ფიჯის და უელსის ნაკრებებთან წაგებების შემდეგ კი, ყველაზე მეტს საუბრობდნენ, როგორ შეიძლებოდა მოგვეგო ავსტრალიასთან და ფიჯისთან. ეს იყო ჩემთვის გულდასაწყვეტი და ძალიან გასაკვირი.
ვიყოთ ობიექტურები, როდესაც საქართველოში ვერ ტარდება სრულფასოვანი ჩემპიონატი, გუნდებს არ აქვთ მოთამაშეთა ინდივიდუალურად მომზადების შესაძლებლობა და ამ ჩემპიონატიდან შერჩეულ ბიჭებთან ერთად გიწევს უელსისა და ფიჯის დონის ნაკრებებთან (რომლის თითოეული მორაგბე უმაღლესი დონის ჩემპიონატშია) თამაში, წარმატებაზე ფიქრი ძალიან რთულია. გავიმეორებ, მსოფლიო თასზე ამ გუნდებთან შეგვეძლო ბევრად უკეთ გვეთამაშა და ეს ახლაც შეგვიძლია, მაგრამ მეტი წარმატებებისთვის მეტია საჭირო.

იმისთვის, რომ ქართული რაგბი განვითარების ახალ ეტაპზე ავიდეს, აუცილებლად უნდა შეიქმნას გუნდი, რომელიც რეგულარულად მიიღებს მონაწილეობას მაღალი დონის ჩემპიონატში. საქართველოში ძალიან ბევრი მაგარი მორაგბე იზრდება, მაგრამ თუ ისინი ვერ ახერხებენ ევროპულ გუნდში გადასვლას, ვეღარ ვითარდებიან. არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია ასეთი გუნდის შექმნა და რომელიმე ჩემპიონატში ჩართვა, ეს ალბათ ძალიან რთულია, მაგრამ თუ გვინდა გრანდებთან მოგებებზე ვიფიქროთ, აუცილებლად უნდა გამოინახოს რაიმე გზა. ასეთ პროფესიონალურ გუნდში მოხვდებიან ის ბიჭები, რომლებიც ნაკრების კანდიდატებად მოიაზრებიან, მათ ვარჯიშის მეტი სხვა საფიქრალი არ ექნებათ და ნაკრებსაც უფრო მომზადებულნი შეუერთდებიან.

admin
უახლესი პოსტები adminსგან (ყველას ნახვა)
0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x