შაბათი, ივლისი 4

არტეტა გვარდიოლასგან რჩევებს დღემდე იღებს

ფონტი

არტეტა გვარდიოლასგან რჩევებს დღემდე იღებს

მიკელ არტეტა პეპ გვარდიოლას ასისტენტად 2016 წლიდან მუშაობდა, თუმცა უნაი ემერის გაშვების შემდეგ არსენალის მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩაიბარა. პანდემიის შემდეგ არტეტას ეტიჰადზე დაბრუნება მოუწია და მენტორთან 0:3 დამარცხდა. რევანშის აღების შანსი ასოციაციის თასის 1/2 ფინალში ექნება. არტეტა მანჩესტერ სიტისთან გასამართ შეხვედრაზე საუბრობს და აღიარებს, რომ გვარდიოლას აზრს ახლაც ეკითხება:

“სიტისთან 1/2 ფინალი მარტივი არ იქნება, თუმცა თუ ტიტულის მოპოვება გინდა, სწორედ საუკეთესოები უნდა დაამარცხო. გვარდიოლას უდიდეს პატივს ვცემ, მას ვეთაყვანები. უამრავ რამეზე ვსაუბრობთ. ბოლო კვირების განმავლობაშიც რამოდენიმეჯერ ვისაუბრეთ. როცა მისგან რჩევა და მხარდაჭერა მჭირდება, იგი ყოველთვის მზად არის დამეხმაროს. ჩემთვის ეს დიდი ფუფუნებაა.”

აქტუალური თემაა აგრეთვე არსენალის სატრანსფერო პოლიტიკა. ამასობაში ლონდონელებმა შესაძლოა აკადემიის აღზრდილი ორი გამორჩეული ტალანტი, ბუკაიო საკა და ფოლარინ ბალოგუნი დაკარგონ, რომელთა კონტრაქტები მომდევნო ზაფხულს იწურება. არტეტამ მეთოფეთა ფანები დაამშვიდა და განაცხადა, რომ კლუბი მათ შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x