შაბათი, ივლისი 4

მაიკ ტაისონმა ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას პატივი მიაგო

ფონტი

მაიკ ტაისონმა ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას პატივი მიაგო

ლეგენდარულმა მოკრივემ, მაიკ ტაისონმა ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას პატივი მიაგო. „რკინის მაიკმა“ „ინსტაგრამისა“ და „ტვიტერის“ საკუთარ გვერდებზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც იგი ცალ მუხლზეა დაჩოქილი. 

როგორც მოგეხსენებათ, ამ ჟესტით ადამიანები აშშ-ში მიმდინარე მოვლენებისადმი, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას უკავშირდება და მოძრაობისადმი, სახელად Black Lives Matter, სოლიდარობას გამოხატავენ.

ამ ჟესტის ავტორი კოლინ კაპერნიკი გახლავთ. ამ უკანასკნელმა პროტესტის გამოხატვა 2016 წელს დაიწყო, როცა აშშ-ის ეროვნული ჰიმნის ჩართვისას ფეხზე წამოდგომაზე უარი თქვა და მუხლზე დაიჩოქა.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯ ფლოიდი ფლოიდი 25 მაისს მოკლეს. მას შემდეგ, რაც სუპერმარკეტში ყალბი 20-დოლარიანი კუპიურის გამოყენების ბრალდებით დააკავეს. მომხდარის გამო აშშ-ში რამდენიმე დღეა მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები აფრო-ამერიკელი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის დაკავებისას პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას აპროტესტებენ, რასაც ფლოიდის გარდაცვალება მოჰყვა და ინციდენტში ჩართული ოთხივე პოლიციელისთვის მკვლელობის მუხლით ბრალის წაყენებას ითხოვენ.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x