პარასკევი, ივლისი 3

რამდენს ითხოვს “ინტერი” ლაუტაროს სანაცვლოდ?

ფონტი

რამდენს ითხოვს “ინტერი” ლაუტაროს სანაცვლოდ?

იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო შირა “ბარსელონასა” და ლაუტარო მარტინესის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით, კატალონიურ კლუბს სატრანსფერო საგის, რაც შეიძლება, მალე დასრულება სურს და “ინტერთან” მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს.

“ნერაძური” კი არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ მინიმუმ 90 მილიონსა და ერთ ფეხბურთელს ითხოვს. უცნობია, რა აზრისაა ამაზე “ბარსელონა”, თუმცა ნათელია, რომ კლუბს “ინტერის” მოთხოვნის შესრულება გაუჭირდება.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, “ბლაუგრანა” მილანელებს 50 მილიონსა და ორ ფეხბურთელს სთავაზობს.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x