პარასკევი, ივლისი 3

მანჩესტერ იუნაიტედი საულ ნიგესის შეძენასთან ძალიან ახლოს არის!

ფონტი

მანჩესტერ იუნაიტედი საულ ნიგესის შეძენასთან ძალიან ახლოს არის

“The sun-ზე” დაყრდნობით ვიგებთ, რომ მადრიდის “ატლეტიკოს” შემტევი ნახევარმცველი საულ ნიგესი ძალიან ახლოს არის “გაეშმაკებასთან.”

რამდენიმე დღის წინ ესპანელმა თავის ტვიტერის გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი იმის შესახებ, რომ სამ დღეში ახალ კლუბს გამოაცხადებდა, თუმცა ეს ხუმრობა აღმოჩნდა, მაგრამ დღეს ვიგებთ, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ტრანსფერის ალბათობა საკმაოდ დიდია.

საულის გამოსასყიდი თანხა 130 მილიონი ევრო გახლავთ, მაგრამ ინგლისური კლუბი მხოლოდ 71 მილიონს იხდის. ჯერჯერობით უცნობია “როხიბლანკოს” პასუხი, მაგრამ “იუნაიტედსა” და ნიგესს შორის კომუნიკაცია უკვე შედგა.

ნიგესს “ატლეტიკოს” შემადგენლობაში ჯამში 286 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 38 გატანილი გოლით იწონებს თავს.

5 1 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x