შაბათი, ივლისი 4

მამუკა გორგოძის 20-წლიანი სუპერკარიერის დასასრული

ფონტი

მამუკა გორგოძის 20-წლიანი სუპერკარიერის დასასრული

ყველა დროის საქართველოს საუკეთესო მორაგბე მამუკა გორგოძე რაგბიდან მიდის, თანაც ისე, რომ მსოფლიო პანდემიის გამო გამოსამშვიდობებელ მატჩში ვერ ვიხილავთ.

საფრანგეთის რაგბის კავშირმა, მთავრობასთან შეთანხმებით, მიმდინარე სპორტული ღონისძიებების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, რაც იმის მანიშნებელია, რომ 35 წლის მორაგბემ ტოპ 14-ში თავისი უკანასკნელი შეხვედრა 2019 წლის 30 ნოემბერს, “პოსთან” გამართა.

მაშინ ის ტრავმამ შეაჩერა, რომელიც ახლა აღარ აწუხებს, მაგრამ საქმეში COVID19 ჩაერია და მამუკას ბოლო თამაშებით სიამოვნების მიღების შესაძლებლობა არ მოგვცა.

არის შანსი, რომ ქართველმა გულშემატკივარმა გორგოძე კიდევ ერთხელ იხილოს მოედანზე, თუმცა ესეც პანდემიაზეა დამოკიდებული და თუ ის დროზე გადაივლის, ეგებ ქომაგს მადლობის გადახდის შესაძლებლობაც მიეცეს.

მანამდე კი, “ბორჯღალოსნების” კვართით 75 მატჩის ჩამტარებელი, ნაკრების საუკეთესო მელელოვე (27), ოთხი მსოფლიო თასის მონაწილე და მათგან ოთხ მატჩში საუკეთესოდ აღიარებული (მათ შორის, ინგლისისა და ახალი ზელანდიის ნაკრებებთან), 2011 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი და 6-გზის საუკეთესო მორაგბე, მრავალი გამოცემის სიმბოლური ნაკრებების წევრი, 2004 წლის საქართველოს ჩემპიონი და ევროპის წამყვან საკლუბო ტურნირებში (ტოპ 14, ჩემპიონთა თასი, ჩელენჯ ქაფი) 300-მდე მატჩის (44 ლელო) ჩამტარებელი მამუკა გორგოძე აქტიურ სპორტულ კარიერას ემშვიდობება…

admin
უახლესი პოსტები adminსგან (ყველას ნახვა)
0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x