მსოფლიო კრივის ლეგენდა და ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი, მაიკ ტაისონი რინგს უბრუნდება ბრძოლას როი ჯონს უმცროსთან გამართავს. 

Yahoo Sports-ის ცნობით, 53 წლის ვეტერანი მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონთან 8-რაუნდიან საგამოფენო ბრძოლას გამართავს. 

რინგზე დაბრუნების სურვილი ტაისონმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დააფიქსირა და აღნიშნული განცხადების შემდეგ, სოციალურ ქსელში რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნდა, სადაც მისი ვარჯიშებია ასახული. 

ასევე აღსანიშნავია, ისიც რომ მაიკ ტაისონს 2005 წლის შემდეგ არ უბრძოლია, ხოლო ჯონსი რინგზე 49 წლამდე იყო და უკანასკნელი ბრძოლა 2018 წელს გამართა. 

ტაისონისა და ჯონსის ბრძოლის ჩატარების თარიღი და ადგილი ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ საღამოს მთავარ დაპირისპირებამდე, ღონისძიებაზე რამდენიმე ბრძოლა გაიმართება, სადაც ერთმანეთს მოკრივეები და MMA-ს მებრძოლები დაუპირისპირდებიან. 

5 1 ხმა
სტატიის რეიტინგი
sportfans
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა