კატალონიური გამოცემა Mundo Deportivo-ს ცნობით ბარსელონას ურუგვაელ შემტევს ლუის სუარესს კონკრეტული შეთავაზება აქვს. ბარსელონას 33 წლის თავდამსხმელის შეძენით ამერიკული ინტერ მაიამი არის დაინტერესებული. ეს კლუბი MLS-ის ნაწილი ახლახანს გახდა, მისი თანამფლობელი დევიდ ბექჰემია და ფლორიდელებთან მიმართებით უკვე არაერთი ვარსკვლავის გვარმა გაიჟღერა.

გამოცემის ცნობით, ფინანსური თვალსაზრისით შეთავაზება MLS-ის მასშტაბებით მძლავრია, თუმცა ევროპულ ბაზარს ჩამოუვარდება. ურუგვაელმა ადრე განაცხადა, რომ აშშ-ში კარიერის გაგრძელება ‘მშვენიერი შესაძლებლობაა.’ მას ბარსასთან კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება. კლუბის ბორდს არ აქვს გადაწყვეტილი, გაასხვისოს თუ არა ვეტერანი. რაც ვიცით, ხოსეპ ბარტომეუს სიტყვებია – ‘თუ სუარესი 2020/21 წლების სეზონში გარკვეული რაოდენობის შეხვედრებს ჩაატარებს, კონტრაქტი ერთი წლით ავტომატურად გახანგრძლივდება.’ საუბარია მატჩების 60%-ზე.

ბარსაში სუარესის შემცვლელად ლაუტარო მარტინესს თვლიან..

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
sportfans
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა