პარასკევი, ივლისი 3

ლონდონის არსენალი – პრობლემები, შემადგენლობა, არტეტას გავლენა

ფონტი

ლონდონის არსენალი – პრობლემები, შემადგენლობა, არტეტას გავლენა

ლონდონის არსენალი სხვა ინგლისური კლუბების მსგავსად კარანტინის შემდეგ სეზონის დარჩენილი მატჩებისთვის აქტიურად ემზადება. მანამდე კი ვეცდებით რაც შეიძლება საინტერესოდ მიმოვიხილოთ კლუბში არსებული დღევანდელი სიტუაცია, გამოწვევები და პრობლემები, რომლებიც მეთოფეებს ამ დროისთვის წინ უდგათ.

დღესდღეობით ლონდონის არსენალში მუშაობს სპეციალისტი, რომელზე უკეთესის პოვნა არსენალს ამ პერიოდის განმავლობაში ალბათ საკმაოდ გაუჭირდებოდა. მიკელ არტეტამ აშკარად გაამართლა. პეპ გვარდიოლასთან ერთად მუშაობა მისთვის ნამდვილად პროდუქტიული აღმოჩნდა.

ასისტენდობიდა მწვრთნელობამდე

The two members of Mikel Arteta's coaching team at Arsenal ahead ...

მიკელმა ასისტენობიდან მწვრთნელის ამპლუაში გადასვლის პირველსავე დღიდან დაიწყო გუნდის სწორ გზაზე დაყენება. არსენალის თამაში უფრო თავდაჯერებული გახდა, სიტუაცია დალაგდა როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთაც. არტეტა არა თუ კარგი ტაქტიკოსი არამედ ასევე ძალიან კარგი სულისჩამდგმელი მწვრთვნელი აღმოჩნდა. ფეხბურთელებს დაუბრუნო მოტივაცია და მისცე მათ გამარჯვებულის მენტალიტეტი, ეს არც ისე მარტივი საქმეა. მის მოსვლამდე არსენალში ბევრი ფეხბურთელი იყო, რომელსაც კლუბის დატოვება სურდათ. მაგალითად, ასეთი იყო გრანიტ ჯაკა. თუმცა, კლუბშიც არტეტას მისვლამ სიტუაცია ამ მხრივაც რადიკალურად შეცვალა. წარმოიდგინეთ, ემერის ხანაში გუნდის ფეხბურთელებს ისე არ მოსწონდათ სიტუაცია, რომ გრანიტ ჯაკას ინგლისური გრანდიდან გადასვლა ბუნდეს ლიგა 2-ის გუნდში სურდა, თუმცა ეს სურვილები მას მიკელ არტეტას მისვლისთანავე გაუქარწყლდა. მოკლედ, სიტუაცია კლუბში თავიდანვე დალაგდა და ფეხბურთელების ფიქრებმა უკვე საფეხბურთო სტადიონზე გადაინაცვლეს, გუნდის ლიდერები კი მედგრად ცდილობდნენ თამაშის გამოსწორებას.

არსენალმა შედეგების გამოსწორება მართლაც დაიწყო. თუ მანამდე Emirates Stadium-ზე ბრაიტონთან და მისი დონის გუნდებთან მარცხდებოდა, ახლა უკვე სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. დაიწყო გუნდის დაუმარცხებელი სერია, რომელთა უმეტესობაშიც გუნდის ფრეს ჯერდებოდა. სწორედ ამიტომაა რომ დღეს არსენალს პრემიერ ლიგაში ყველაზე ბევრი, 13 ფრე აქვს ნათამაშები.

დროდადრო კი გუნდს არტეტას ხელი უფროდაუფრო ეტყობოდა. მან სათასო მატჩებში დაიწყო შემადგენლობების გადახალისება და ექსპერიმენტების ჩატარება. მაგალითად FA CUP-ზე მიკელ არტეტამ მარჯვენა მცველის პოზიციაზე გამოცადა ბერძენი ცენტრალური მცველი სოკრატის პაპასტოპულოსი, რომელმაც უნდა ითქვას რომ მეტ-ნაკლებად გაამართლა. მიუხედავად მსგავსი ექსპერიმენტებისა , არსენალში სიტუაცია საბოლოოდ დალაგდა.

ევროპა ლიგა და მთავარი სამიზნე

Aubameyang on missed chance in Arsenal loss - Very very hard

თუმცა, ეს ფეხბურთია და შეიძლება კრახიც განიცადო, მაგალითად, ისე როგორც ეს ოლიმპიაკოსთან მოხდა. ბურთი უბრალოდ მრგვალია და როგორი პროფესიონალიც არ უნდა იყო შეიძლება წამის მეასედებში ვერ მიხვდე თუ როგორ უნდა გადაგზავნო ის კარში. სწორედ ეს მოუვიდა 122-ე წუთზე პიერ-ემერიკ ობამეიანგს, როცა ბურთი პრაქტიკულად დაუცველ კარში ვერ გადაგზავნა და არსენალი ევროპა ლიგიდან ასპარეზობას გამოეთიშა. ეს გარკვეულწილად ალბათ კარგიცაა, რადგან დარჩენილ ტურებში ისინი მაქსიმალურად მოახდენენ კონცენტრაციას EPL-ზე და ოთხეულში შეღწევას შეეცდებიან, რომლამდეც მათ 8 ქულა აშორებთ. ამის მისაღწევად კი 10 ტურია დარჩენილი. საკმაოდ რთულია, თუმცა არა შეუძლებელი.

თან უნდა გავითვალისწინოთ ისიც რომ ამ დარჩენილი 10-დან პირველი არსენალს მანჩესტერ სიტისთან აქვს ეტიჰადზე. შეგახსენებთ პირველი შეხვედრა მეთოფეებმა Emirates-ზე 0-3 დათმეს, თუმცა, ამ დროს მთავარი მწვრთნელი ჯერ კიდევ უნაი ემერი იყო.

პრობლემები და სისუსტეები

What did you want to say to Mustafi if you were David Luiz after ...

არსენალის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს დაცვის ხაზი. დაცვის ხაზის ჩავარდნების გამო წელს არსენალმა ძალიან ბევრი ქულა დაკარგა და მეტწილად ამის გამოც გამოვარდა ევროპა ლიგიდან. დაცვის ჩავარდნა გასაგებია, თუმცა ეს შეცდომები ხანდახან სასაცილოდადაც კი მოჩანს. ასეთ რაღაცეებს ამ სეზონში ძირითადად შკოდრან მუსტაფი ჩადის, რომელსაც კონტრაქტი 2021 წლის შუა სეზონამდე აქვს. მისი სატრანსფერო ღირებულება 12 მილიონი ევროა.

ყველაფერთან ერთად სეზონის ბოლო კლუბს დავიდ ლუიზი ტოვებს. არტეტას მის მაგივრად სოკრატისი ყავს, თუმცა, მოედანზე მუსტაფი-სოკრატისის წყვილზე ცუდი სანახავი, მგონი რომ ჯერ კიდევ არაფერი ყოფილა. სწორედ აქ უნდა მიეცეს შანსი 24 წლის რობ ჰოლდინგს. ის არსენალში საკმაოდ დიდი ხანია ირიცხება, მასზე კი კლუბის ხელმძღვანელობაში თავიდანვე დიდ იმედებს ამყარებდნენ. მიუხედავად იმისა რომ მან ეს უკანასკნელი აშკარად ვერ გაამართლა, არსენალმა ის მაინც არ გაუშვა, რაც პირადად ჩემი აზრით ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა. ჰოლდინგმა ამ სეზონში ჩამოყალიბება დაიწყო და ბევრად უფრო დინჯი, დაკვრივებული და ლიდერის ხასიათის მქონე ფეხბურთელის სახით გვევლინება. ამ სეზონში ის პრაქტიკულად უშეცდომო იყო იმ თამაშებში რომლებშიც ითამაშა, ამიტომაც მგონია რომ არტეტა მას შანსს მისცემს და სოკრატისს ან მუსტაფის მას შეუწყვილებს. ასევე მომავალი წლიდან არსენალს სენტ-ეტიენიდან საკმაოდ ტექნიკური მცველის, უილიამ სალიბასის დაბრუნება შეეძლება, რომელსაც უკვე საფრანგეთის ლიგა 1-ში თამაშის საკმაო გამოცდილება დაუგროვდა. ახალგაზრდა სალიბას ბუნდესლიგაში თამაშის გამოცდილებაც უმაგრებს ზურგს, რაც არსენალისთვის ასევე ნიშანდობლივი უნდა იყო. უილიამი საკმაოდ სწრაფი და ტექნიკურია, მას, როგორც ცენტრალურ, ასევე ფლანგის მცველადაც შეუძლია თამაში.

არსენალს ასევე ყავს მსოფლიოში ერთერთი ყველაზე სწრაფი და ძლიერი მარჯვენა მცველი ჰექტორ ბელერინი. ჰექტორი ამჟამად 25 წლისაა და არსენალში 19 წლის ასაკიდან ირიცხება. ამ პერიოდში მანაც საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა და ძალიან ბევრჯერ დაგვანახა რომ უძლიერესი მარჯვენა მცველია. შეუძლია ცენტრალური მცველების იდეალურად დაზღვევა და მისი ამპულის მორგება, ასევე შეუძლია შეტევაში ჩართვა და სიტუაციის გამწვავება. ვფიქრობ არსენალს ამ პოზიციაზეც სანერვიულო არ ექნება. ისევე როგორც მარცხენა მცველის პოზიციაზე სადაც ახალგაზრდა ბუკაიო საკას ათამაშებენ. ის მიუხედავად იმისა რომ თავდაპირველად შემტევი იყო, მაინც კარგად ახერხებს ამ პოზიციაზე თამაშს და ძალიან პერსპექტიულ მარცხენა მცველადაც ყალიბდება. ამავდროულად, მისი ამ პოზიციაზე წარმოდგენა გრანიტ ჯაკას გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია. ბუკაიო ძალიან ხშირად ერთვება შეტევებში, რის გამოც მისი დაზღვევა ხდება საჭირო, ამას კი გუნდში ყველაზე იდიალურად გრანიტ ჯაკა ახერხებს. ჯაკამ ამ სეზონში მარცხენა მცველის პოზიციაზეც ითამაშა, თუმცა დაგვანახა რომ სჯობს ის დამზღვევად იდგეს და არასრულფასოვნად იყოს ამ პოზიციაზე. მის მთავარ პლუსად კი ტაქტიკური თამაში და შორეული, უძლიერესი გასროლები რჩება.

ჯაკას არ ყოფნა მართალია პრობლემაა, თუმცა მის შეცვლას იდიალურთან მიახლოვებულად ახერხებს ლუკას ტორეირა. ურუგვაელი პიტბული, როგორც მას არსენალში ეძახიან, სამპდორიიდან გადმობარგების შემდეგ გუნდის ბირთვის ერთერთ ძირითად წარმომადგენელად ითვლება. ტორეირას ასევე კარგად შეუძლია შეტევაში ჩართვა, მისი წარმართვა და დაგვირგვინება. გამოსარჩევია გასულ სეზონში მისი გოლი ჰადერსფილდის წინააღმდეგ. 82-ე წუთზე უზუსტესი მაკრატელა დარტყმით მოახერხა და გუნდს სამი ქულა მოუტანა.

არსენალს ყავს ნამდვილი ტალანტის მქონე ცენტრალური ნახევარმცველი, მატეო გენდუზი. მიუხედავად იმისა, რომ მისგან უფრო მეტს ელიან, ვფიქრობ, რომ გუნდისთვის ის მაინც ძალიან კარგი და პროდუქტიულია. ლონდონელთა რიგებში ირიცხება კიდევ ერთი კარგი ნახევარმცველი, დანი სებალიოსი, რომელიც არსენალში მადრიდის რეალიდან იჯარითაა გადმოყვანილი. მას სეზონის ბოლოს გუნდის დატოვება უწევს, თუმცა, თუ კლუბში დარჩება ამით პირადად ჩემი აზრით ორივე მხარე იხეირებს. სებალიოსს შეუძლია მთლიანი ნახევარდაცვის გამართვა და პლეიმეიკერად თამაში. თავისმხრივ კი საკითხავია, რამდენად მიეცემა დიდი კონკურენციის პირობებში მსგავსი რამის გაკეთების საშუალება მას რეალში.

გუნდში კვლავ ირიცხება გულშემატკივრებისგან მოძულებული მესუთ იოზილი. არტეტას მოსვლის დღიდან მესუთმა თავის თამაშს უკვე შავი სამუშაოები, ბევრი სირბილი და ორთაბრძოლაში შესვლა შემატა, რაც მას უფრო დამაჯერებელს და ეფექტურს ხდის.

არ უნდა დავივიწყოთ ახალგაზრდა ჯო ვილოკი, რომელსაც ისე როგორც შემტევ, ასევე ცენტრალურ ნახევარმცველად და ვინგერად თამაში შეუძლია.ეს ბიჭი იმ ტიპის უნივერსალია, რომელიც ტრამვებით დატანჯულ მეთოფეებს აგრერიგ სჭირდებათ.

გუნდში არანაირად არ არის ფლანგის და ცენტრალური თავდასხმის პრობლემა. ფლანგის შემტევებიდან ამ მხრივ უნდა გამოვარჩიოთ რის ნელსონი და ნიკოლა პეპე.

რის ნელსონი არსენალის აკადემიის აღზრდილია და დიდების გუნდში 2019 წლიდან ირიცხება. ამ ტექნიკურ ფეხბურთელს კიდევ ბევრი რამ აქვს დასახვეწი. შესაბამისად, მისი ძირითადში მოსაზრება ჯერჯერობით არასწორი სტრატეგიული გათვლა იქნება. რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით ნიკოლა პეპეზე. ფეხბურთელზე, რომელმაც თავისი შესაძლებლობები სრულყოფილად ჯერ კიდევ ლილში ყოფნის დროს გამოავლინა და საფრანგეთის კვალობაზე საშუალო დონის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა. ანალოგიური მეთოფეების რიგებში გაკეთება ნიკოლას ჯერჯერობით უჭირს, თუმცა ამის განსახორციელებლად მას აბსოლიტურად ყველაფერი აქვს.

ზემოთ ფორვარდებიც ვახსენეთ. არსენალს ჰყავს როგორც დიდი სახელის, ასევე დიდი ტალანტის მქონე ფორვარდები. პიერ-ემერიკ ობამეიანგი, რომელმაც შარშან ოქროს ბუცი მიიღო და ამ ინდივიდუალურ ჯილდოს წელსაც დიდი მონდომებით უმიზნებს, ალექსანდერ ლაკაზეტი, ფეხბურთელი რომელმაც თავი ლიონიდან დაგვამახსოვრა და მის კარიერაზე აუგს ვერც არსენალში მოღვაწეობის დროს ვერ ვიტყვით. ალექსანდერს ბევრი გოლი ვერ გააქვს, მაგრამ როდესაც გააქვს, ეს უკანასკნელი თითქმის ყოველთვის 3 ქულის მომტანია. სამწუხარო კი ისაა, რომ ფრანგი საკმაოდ ახლოსაა არსენალის დატოვებასთან.

არსენალში ირიცხება ასევე აკადემიის აღზრდილი ნიჭიერი შემტევი ედინ ნკეტია, რომელსაც შეუძლია რომ მომავლის არსენალის ერთ-ერთ ლიდერად იქცეს. მან თავი ამ სეზონში უკვე გამოიჩინა, როდესაც ევერტონთან ანგარიშის გამათანაბრებელი გოლი შეაგდო. საბოლოოდ კი იმ მატჩში არსენალმა დაძაბულ დაპირისპირებაში 3-2 იმარჯვა.

ბოლოსთვის კი შემოვიტოვეთ ბრაზილიელი სუპერტალანტი, რომლის აღმოჩენაც არსენალის სკაუტების ძალიან დიდი დამსახურებაა. მათ გაბი მარტინელი ბრაზილიის ჩემპიონატის მეოთხე ლიგიდან წამოიყვანეს და ვინ წარმოიდგენდა რომ ის მეთოფეთა შემადგენლობაში 12 მატჩში 10 გოლს და 2 ასისტს გააკეთებდა… ამ ფეხბურთელს უდიდესი ტალანტი აქვს, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოს. სწორედ ასე გახდება ის მომავლის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა სუპერვარსკვლავი.

აქვე ბოლოს უნდა ვახსენოთ მეთოფეთა მეკარე, ბენდ ლენო რომელიც ბაიერნ ლევერკუზენიდან გადმობარგდა და გერმანიაში მესამედ, ორი უდიდესი მეკარის, ტერ შტეგენის და ნოიერის შემდეგ, მოისაზრება. მისი სახით არსენალს ნამდვილად სანდო კედელი ჰყავს.

შეძლებს არტეტა წელსვე სასწაულის ჩადენას და კლუბის ოთხეულში შეყვანას? თუ, სასწაულების მოხდენას უკვე მომავალ სეზონში შეეცდება? შეძლებს კი უახლოეს პერიოდში რომ EPL-ის ტიტულს დაუმიზნობს მისი მეთოფეთა ზარბაზანი?

ვნახოთ. რესურსი არსებობს, მწვრთნელით, რომელსაც საინტერესო ხედვები და იდეები აქვს. პირადად მე კი იმედი მაქვს რომ არტეტა შეძლებს და არსენალისგან ისეთივე მონსტრს შექმნის, როგორიც ერთ დროს მუსიე არსენმა, არსენ ვენგერმა შექმნა

Arsene Wenger leaving Arsenal: Wenger coy on future and reasons ...

5 3 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x