კვირა, ივლისი 5

ლიანა ჯოჯუას მომავალი მეტოქე ცნობილია

ფონტი

ლიანა ჯოჯუას მომავალი მეტოქე ცნობილია

15 ივლისს, ლიანა ჯოჯუა UFC-ში მეორე ბრძოლას გამართავს. 

აბუ-დაბიში, მებრძოლთა კუნძულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაზე, ქართველი მებრძოლი რუმინელ დიანა ბელბიტას დაუპირისპირდება. 

ჯოჯუას მსგავსად, 23 წლის ბელბიტას UFC-ში ერთი წარუმატებელი ბრძოლა აქვს ჩატარებული, საერთო ჯამში კი MMA-ში მის ანგარიშზე 18 ბრძოლიდან 13 გამარჯვებაა. 

შეგახსენებთ, რომ ჯოჯუასთან ერთად მებრძოლთა კუნძულზე კიდევ ერთი ქართველი, რომან დოლიძე იბრძოლებს, რომელიც 18 ივლისს ხადის იბრაგიმოვს დაუპირისპირდება.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x