შაბათი, ივლისი 4

ლევანდოვსკის მორიგი რეკორდი !

ფონტი

ლევანდოვსკის მორიგი რეკორდი !

ბუნდესლიგის 30-ე ტურში სტუმრად ლევერკუზენთან მოგებულ (4:2) მატჩში რობერტ ლევანდოვსკიმ სეზონში თავისი 44-ე გოლი შეაგდო, რაც პოლონელის საუკეთესო კარიერული მაჩვენებელია. ბაიერნის 31 წლის თავდამსხმელმა მეტოქის კარი 66-ე წუთზე, თომას მიულერის ჩაწოდების შემდეგ აიღო.

ლევანდოვსკის საუკეთესო მაჩვენებელი აქამდე 2016/17 წლების სეზონში გატანილი 43 გოლი იყო. ლევანდოვსკი 40 გოლიან ნიშნულზე უკვე ზედიზედ მეხუთე სეზონია მიდის. აგრეთვე ამ გოლით მესამედ შეძლო ბუნდესლიგის სეზონში 30 გოლიანი სტატისტიკის დაფიქსირება. მას მხოლოდ ლეგენდარული გერდ მიულერი უსწრებს, რომელმაც მსგავს შედეგს ხუთჯერ მიაღწია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბაიერნს 30 ტურში 90 გოლი დაუგროვდა, რაც ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელია. თომას მიულერმა სეზონში მეოცე საგოლე გადაცემა გააკეთა და კევინ დე ბრუინის რეკორდის განმეორებამდე ერთი პასიღა უკლია. ხოლო ლევერკუზენის ფლორიან ვირცი, 17 წლისა და 34 დღის ასაკში, გახდა ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, ვინც გოლი გაიტანა.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x