პარასკევი, ივლისი 3

ლაშა ტალახაძე: “კარიერის პიკზე ალბათ სხვა ქვეყანაში წავალ”

ფონტი

ლაშა ტალახაძე: “კარიერის პიკზე ალბათ სხვა ქვეყანაში წავალ”

მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ “უცნობის კიდობანში” სტუმრობისას სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

“სხვა ქვეყნებიდან არაერთხელ მიმიღია შემოთავაზება, რომ მათი სახელით მეასპარეზა, რაც ჩემთვის ყოველთვის მიუღებელი იყო. სადაც მე ვიასპარეზებ ყველაგან საქართველოს ჰიმნი უნდა აჟღერდეს”.

“მაგრამ, რაც უფრო მეტ ტიტულს აგროვებ პრიორიტეტები იცვლება, ჩემზე ძალიან ბევრი ადამიანია დამოკიდებული და მატერიალური მდგომარეობაც ძალიან მნიშვნელოვანი ხდება. ამიტომ, თუ არაფერი შეიცვალა, კარიერის პიკისკენ, ალბათ სხვა ქვეყანაში წავალ”, – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x