შაბათი, ივლისი 4

როდის იქნება შესაძლებელი ლა ლიგის მატჩებზე დასწრება?

ფონტი

როდის იქნება შესაძლებელი ლა ლიგის მატჩებზე დასწრება?

ლა ლიგა სანტანდერის მატჩებზე დასწრება ივლისის დასაწყისიდან იქნება შესაძლებელი. 

ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა უკვე ისაუბრა მის მხარდაჭერაზე გულშემატკივრების მიმართ და მე-3 ფაზაში უკვე შესაძლებელია ასეთი რამ.

“დასწრება ფეხბურთის და კალათბურთის პროფესიონალური დონის მატჩებზე განისაზღვრება ესპანეთის ეროვნული სპორტის კონსულის მხრიდან ტურნირის ორგანიზატორებსა და ავტონომიურ საზოგადოებასთან კოორდინაციით” – ნათქვამია Cadena Cope-ს განცხადებაში სამეფო განკარგულებით.

ამ თეორიის მიხედვით, ღია ტიპის სტადიონების 30%-ის შევსებაა შესაძლებელი, რომლებიც ფაზა 3-ის რეგიონიდან არიან. 

ჯერ-ჯერობით, მადრიდი, ბარსელონა, ჟირონა, კასტილია და ლეონი და ბარსელონა კვლავ ფაზა 2-ში იმყოფებიან. 

რეალ მადრიდი და ლევანტე ამ მხრივაც უმცირესობაში არიან, რადგან სახლის მატჩებს სახლის სტადიონზე ვერ ჩაატარებენ. რეალი სანტიაგო ბერნაბეუზე მიმდინარე რეკონსტრუქციის გამო ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონზე ითამაშებს, ლევანტე კი ალიკანტეზე.

შეგახსენებთ, ლა ლიგა 11 ივნისს სევილია-ბეტისის დერბით განახლდება.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x