შაბათი, ივლისი 4

ქუთაისის ტორპედო – განახლებული სეზონის მიზნები

ფონტი

ქუთაისის ტორპედო – განახლებული სეზონის მიზნები

საქართველოში COVID19 ეპიდემიის კრიტიკული ზღვრის გადალახვის შემდეგ ქართული გუნდები ჩვეულ სავარჯიშო რიტმს დაუბრუნდნენ. რაც შეეხება ჩემპიონატს: როგორც ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება მისი განახლებას 25 ივნისს უნდა ველოდოთ.

გარკვეული სიახლეებია ქუთაისის ტორპედოში, რის შესახებაც ინტერვიუ მათი ოფიციალურ Facebook გვერდს ჩამოვართვით:

როგორი სიტუაცია არის გუნდში კარანტინის შემდგომ ?

გუნდმა რამდენიმე დღეა ვარჯიში განაახლა. ვარჯიშის დაწყებამდე ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბს თერმო-სკრინინგი უტარდება, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ და ფეხბურთის ფედერაციამ გასცა.

დღეს გუნდს კორონავირუსზე პირველადი ტესტირებაც ჩაუტარდა

Image may contain: 1 person, outdoor
*ფოტო აღებულია ქუთაისის "ტორპედოს" ოფიციალური Facebook გვერდიდან.

აპირებთ თუ არა ვინმეს დამატებას და შენარჩუნდება თუ არა არსებული ბირთვი?

გუნდი იმ შემადგენლობით ვარჯიშობს, რომელიც ჩემპიონატის შეჩერებამდე იყო, ამ ეტაპზე არავინ წასულა. გუნდს დაუბრუნდა ოლეგ მამასახლისი ჩიხურადან. მოლაპარაკებები მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის დამატებაზე.

ვნახოთ, რა გამოვა.

რა არის თქვენი მიზანი მომავალ სეზონში?

ტორპედოს მიზანი ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა და დღესაც ასეა, არაფერი შეცვლილა.

5 1 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x