კვირა, ივლისი 5

კობი ბრაიანტის ვერტმფრენის დაცემის ახალი დეტალები ცნობილია

ფონტი

კობი ბრაიანტის ვერტმფრენის დაცემის ახალი დეტალები ცნობილია

კობი ბრაიანტის ავიაკატასტროფის ახალი დეტალები გაირკვა. ოთხშაბათს აშშ-ს ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ ნისლის გამო, პილოტი, სავარაუდოდ, ვერაფერს ხედავდა, რის გამოც ვერტმფრენის მართვა ვეღარ შეძლო.

ანგარიშის მიხედვით, კატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე პილოტმა არა ზობაიანმა თქვა, რომ აფრინდა, თუმცა სინამდვილეში შეუსაბამო პირობების გამო ვერტმფრენი ვარდებოდა, რამაც საბოლოოდ კობი ბრაიანტის, მისი ქალიშვილისა და კიდევ 7 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ხსენებული ანგარიში საბოლოო სახის არაა, შესაბამისად, კატასტროფის ოფიციალური მიზეზი ჯერ არ დადგინდა. ამავდროულად, მასში ნათქვამია, რომ შესაძლოა, პილოტმა “მდგომარეობა არასწორად შეაფასა“. ამავე ანგარიშის მიხედვით, გაფრენამდე 45 წუთით ადრე ზობაიანმა ჯგუფში დაწერა, რომ ყველაფერი რიგზე იყო.

ცოტა ხნის წინ კობის მეუღლემ ვანესა ბრაიანტმა ვერტმფრენის კომპანიას სასამართლოში უჩივლა.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
გაზიარება 👇🙌
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა
0
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დაგვიწერეთ კომენტარი.x
()
x