როდის დაასრულებს კლოპი სამწვრთნელო კარიერას?

ლივერპულის გერმანელმა თავკაცმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ სამწვრთნელო კარიერის დიდი ხნით გაგრძელებას არ აპირებს.

“ვიქნები თუ არა მწვრთნელი 70 წლის ასაკში? ამ პროფესიაში საკუთარ თავს ასეთ ასაკში ვერ ვხედავ. როდესაც 33 წლის ვიყავი, საკუთარ თავს სამუშაოდ 25 წელი მივეცი. 7,5 წელიწადი მაინცში გავატარე, 7 – დორტმუნდის ბორუსიაში, 2024 წელს კი, როცა ლივერპულთან ჩემი მოქმედი კონტრაქტი დასრულდება, 23-წლიანი სამწვრთნელო გამოცდილება მექნება. ამის შემდეგ გეგმები არ მაქვს“, – ციტირებს კლოპს Mirror.

პრემიერ ლიგის 2019-20 წლების სეზონის 32 მატჩში ლივერპული 86 ქულით პირველ ადგილს იკავებს. მერსისაიდულმა კლუბმა ინგლისის ჩემპიონის ტიტული უკვე გაინაღდა.

შიდა ჩემპიონატის მოგების გარდა, კლოპმა მერსესაიდულ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
sportfans
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა