კლოპი მომდევნო სეზონზე-‘ლივერპული ტიტულს არ დაიცავს’

ლივერპულის გერმანელმა თავკაცმა იურგენ კლოპმა მომდევნო სეზონში საჩემპიონო ბრძოლის შესახებ ისაუბრა.

“მომდევნო სეზონში სიტიც, ჩელსიც და მან. იუნაიტედიც ძლიერები იქნებიან. გასაგებია, რომ ეს გუნდები ჩინებულ ფორმაში ჩადგებიან. ტოტენჰემი, არსენალი და ლესტერიც არ დაიძინებენ.

38 მატჩი გვექნება ჩასატარებელი. ტიტულს ის დაისაკუთრებს, ვინც ამ გუნდებს შორის ყველაზე მეტ მატჩს მოიგებს. ტიტულს არ დავიცავთ, ჩვენ მას შევუტევთ“, – ციტირებს კლოპს Liverpool Echo.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
sportfans
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა