ტოტენჰემის პორტუგალიელმა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ მანჩესტერ სიტისთან დაკავშირებით ევროპის სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს (CAS) მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააკრიტიკა. 

ცოტა ხნის წინ CAS-მა განაცხადა, რომ სიტის არ დაურღვევია ფინანსური წესები – შესაბამისად, უეფას გადაწყვეტილება გუნდის ევროტურნირებიდან მოკვეთასთან დაკავშირებით გაუქმებულია და ქალაქელებს ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობის უფლება დაუბრუნდათ. 

“ნებისმიერ შემთხვევაში სამარცხვინო გადაწყვეტილებაა. თუ მანჩესტერ სიტი დამნაშავე არ არის, მაშინ მათი მილიონებით დასჯაც სირცხვილია. თუ შენ არ ხარ დამნაშავე, არც უნდა დაისაჯო. სხვაგვარად კი, თუ დამნაშავე ხარ, დისკვალიფიკაციაა საჭირო. ასე რომ, გადაწყვეტილება სამარცხვინო და გაუმართლებელია. 

არ ვამბობ, რომ სიტი დამნაშავეა. უბრალოდ, არ უნდა გადაიხადო, თუ დამნაშავე არ ხარ – ასეთ დროს ერთი გირვანქითაც არ გსჯიან.

ვიცი, რომ მათ ფული არ უჭირთ, მაგრამ ეს პრინციპის საკითხია. რატომ უნდა გადაიხადო რვა თუ ცხრა მილიონი გირვანქა მაშინ, როცა არ ხარ დამნაშავე?

გადაწყვეტილება სამარცხვინოა. თუ სიტი დამნაშავეა, უნდა მოიკვეთოს ევროტურნირებიდან. ჩემი კრიტიკა მანჩესტერ სიტისკენ არ არის მიმართული – არ ვიცი, არის თუ არა კლუბი დამნაშავე. ჩემი კრიტიკა გადაწყვეტილებას შეეხება”, – ციტირებს მოურინიოს Sky Sports. 

შეგახსენებთ, რომ სიტიმ სასამართლო მოიგო უეფას წინააღმდეგ და სპორტის საარბიტრაჟო კომიტეტმა კლუბი უდანაშაულოდ ცნო წაყენებულ ბრალდებაში, რის საფუძველზეც 2-წლიანი შეზღუდვა მოეხსნა ჩემპიონთა ლიგაზე.

0 0 ხმა
სტატიის რეიტინგი
sportfans
guest
0 კომენტარები
უკუკავშირი
ყველა კომენტარის ნახვა